x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
9 მოკლე ისტორია ნამდვილ სიყვარულზე
image

ადვილია, გიყვარდეთ ვინმე, როცა არანაირი დაბრკოლება არ გეღობებათ გზაზე. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი უფრო რთულადაა და გრძნობები ხშირად გამოიცდება ხოლმე.


გთავაზობთ 9 ადამიანის მოკლე ისტორიას სიყვარულზე, რომელთა გრძნობაც ნებისმიერ გამოცდას გაუძლებდა.





1.

ერთხელ პატარა ამბავი გადამხდა, რაც დამეხმარა იმის გააზრებაში, რამდენ სიყვარულს იმსახურებს ქალი.


მიწისქვეშა გადასასვლელში მოხუც ქალს ჩანთების წაღებაში მივეხმარე. მოკრძალებულად მთხოვა, ტვირთის სახლამდე მიტანაშიც დავხმარებოდი. მითხრა, რომ ეჩქარებოდა, რადგან მეუღლე მოუთმენლად ელოდა. როცა მივაღწიეთ, დავინახე, თითქმის ბრმა კაცი როგორ გამოვიდა ქალის სახლიდან ხელჯოხით. მოხუცი კაცი ჩემთან მოვიდა და მეუღლის მძიმე ჩანთები გამომართვა. უცებ გამახსენდა, როგორ მეზარებოდა ხოლმე ჩემს შეყავრებულთან შეხვედრა, როცა სადგურიდან ან მაღაზიიდან ბრუნდებოდა.

image








2.

19 წლის ვიყავი, ფეხი რომ დავკარგე. ამ დროს ერთ გოგოს ვხვდებოდი და ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ მან უცებ საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტა და მითხრა, რომ ჩვენთვის ცოტა ფული უნდა ეშოვა. მინდოდა, დამეჯერებინა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მატყუებდა და ჩემი მიტოვება უნდოდა. ვუთხარი, რომ ვშორდებოდი და ეს მისთვისაც უკეთესი იქნებოდა.

ერთი თვის შემდეგ, ჩემს კარზე ზარი დარეკეს. ავიღე ყავარჯენი და კარი გავაღე. ის იყო. მოულოდნელად ჩამეხუტა და მითხრა:

"იდიოტი ხარ! შენგან არ გავქცეულვარ! ხვალ საავადმყოფოში მივდივართ, იქ პროთეზი გელოდება. საზღვარგარეთ ფულის საშოვნელად წავედი, ამიტომ ისევ შეძლებ, რომ გაიარო. გესმის"?

ვერაფერი ვთქვი. უბრალოდ, ძალიან ძლეირად ჩავეხუტე მას და ავტირდი.

image








3.

ჩემი უფროსი და გათხოვდა. მისი მეუღლე საკმაოდ პრეტენზიული მჭამელია და ხშირად აკრიტიკებს ჩემს დას, როცა მის მომზადებულ ქათმის ღვიძლს ჭამს. მე კი ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩემი დის ყოფილ შეყვარებულს ძალიან მოსწონდა მისი მომზადებული ქათმის ღვიძლი და ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგად შეეძლო საჭმლის მომზადება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩემი დის ყოფილ შეყვარებულს ალერგია ჰქონდა ქათმის ღვიძლზე; უბრალოდ, ძალიან უყვარდა შეყვარებული და ამიტომ ჭამდა.

image







4.

ჩვენი ვაჟის დაბადების შემდეგ ჩემი ცოლს მხედველობა გაუუარესდა. ის უკვე ატარებდა სათვალეებს, მაგრამ მოულოდნელად სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. მას ასეთს ვერ ვუყურებდი, ამიტომ მეორე სამსახური ვიშოვე და ონლაინ-მუშაობაც დავიწყე. ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე და ღამე ვმუშაობდი და იშვიათად თუ მეძინა. საბოლოოდ, შევაგროვე ფული თვალის ოპერაციისთვის. ჩემი ცოლის ახლახან დაბრუნდა საავადმყოფოდან და გაოცებულია, რომ ისევ სუფთად ხედავს ყველაფერს. გასული წელი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, მაგრამ ოდნავაც არ ვნანობ, რადგან მყავს ჯანმრთელი ვაჟი და ბედნიერი ცოლი, ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

image







5.

დედაჩემი გულის დაავადებას ებრძოდა და მასთან დარჩენა მომიწია ერთი კვირით, სანამ მამა ბიზნეს შეხვედრაზე იყო წასული. ის გუშინ უნდა დაბრუნებულიყო და როცა დედასთან ერთად სამზარეულოში ვიჯექი და მას ველოდებოდი, შევამჩნიე, სიგამხდრისა და სიფერმკრთალის მიუხედავად მაინც რა ლამაზი იყო ეს ქალი. მისი სახე მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ ხელები უკანკალებდა. უცებ კარის გაღების ხმა გავიგეთ. დედაჩემი გაიქცა, მამას ჩაეხუტა და ცრემლიაანად წასჩურჩულა რაღაც. მამაც მაგრად ჩაეხუტა. მე კი ვიდექი, ვუყურებდი მათ და მეღიმებოდა.

მამაჩემის სიყვარული ყველაზე კარგი წამალია დედაჩემისთვის.

image







6.

ინტერნეტში მხიარული, განათლებული და კეთილი ბიჭი გავიცანი. ის ძალიან სიმპატიურიც იყო. რამდენიმე წელი სკაიპით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ მიყვარდა. მანაც მითხრა, რომ ვუყვარდი, მაგრამ შეხვედრის ეშინოდა. მე შეხვედრა დავიჟინე და ათასობით მილი გავიარე მასთან შესახვედრად. აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ეტლში იჯდა და სიარული არ შეეძლო. ჩვენ სამი თვე გავატარეთ ერთად და მალევე დავინიშნეთ. ის ჩემთვის საუკეთესოა!

image







7.

მე უნაყოფო ვარ. დიდი ხნის განმავლობაში ვუმალავდი ამას ჩემს პირველ შეყვარებულს. მეშინოდა, რომ დამშორდებოდა და როცა საბოლოოდ ვუთხარი, მართლაც მიმატოვა. ერთი წლის განმავლობაში დეპრესია მქონდა და შემდეგი ურთიერთობებიც არაფრისმომცემი იყო. 6 თვის წინ ერთ გოგოს შევხვდი და სიგიჟემდე შემიყვარდა. მისთვისაც მეშინოდა ჩემი საიდუმლოს თქმა. გუშინ, როგორც იქნა, გავბედე, მან კი, უბრალოდ, შემომხედა და მითხრა, რომ შვილის აყვანა შეგვეძლო. იმდენად მომეშვა გულზე, რომ ტირილი დავიწყე. იმ მომენტში გავიაზრე, რომ ამ გოგოს ცოლად მოყვანა მინდოდა.

image







8.

როცა 18 წლის ვიყავი, ტვინის სიმსივნე აღმომიჩინეს. ვიფიქრე, რომ მოვკვდებოდი და ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, რომ გავუგებდი, თუ ჩემს მიტოვებას გადაწყვეტდა. "კი, როგორ არა, როცა ღორები ფრენას დაიწყებენ"! - გაიცინა და მიპასუხა მან.

სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდა. ახლა 21 წლის ვარ. ჩვენ უკვე 2 წელია, დაქორწინებული ვართ და ქალიშვილიც გვყავს. არასდროს დამავიწყდება ჩემი მეუღლის მხარდაჭერა იმ საშინელ დროს.

image







9.

ერთ ლამაზ გოგოს ვხვდებოდი, რომელიც პრესტიჟულად ცხოვრობდა. ის უდარდელი და მხიარული იყო, მეც მქონდა საკმარისი ფული იმისთვის, რომ მისი კაპრიზები დამეკმაყოფილებინა. რაღაც დროის მერე ხელი ვთხოვე და დავინიშნეთ. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ავარია შემემთხვა და ნახევრად პარალიზებული გავხდი. გოგო, რომელზეც ვფიქრობდი, რომ მიმატოვებდა, თვეების განმავლობაში ზრუნავდა ჩემზე; მან დაამტკიცა, რომ მოსიყვარულე ქალი და სანდო მეგობარი იყო. გაყიდა თავისი ძვირფასი ნივთები, მე კი ვფიქრობდი, რომ მათ გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ისწავლა, როგორ მოემზადებინა განსაკუთრებული კერძები ჩემთვის. არ მაძლევდა უფლებას, მომებოდიშებინა რამისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას არ გამოუხატავს ცოტაოდენი ზიზღი, შიში ან ეჭვი.

image







თქვენც გაქვთ მსგავსი ისტორია? გაგვიზიარეთ❤








–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის

image


2. მეცნიერები ხსნიან მიზეზებს, თუ რატომ არის გვიან ასაკში ქორწინება უფრო ბედნიერი, ვიდრე ადრეულ ასაკში

image


3. "გტოვებ, სანამ შენ დააპირებ ჩემს მიტოვებას" - ღია წერილი შეყვარებულს

image


1
222
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
222
  
2018, 13 მარტი, 12:42
ეჰ, ნეტა ვინ იგონებს ასეთ ზღაპრებს?
0 1 1