x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რას წერს გერმანული პრესა ქართველი თავშესაფრის მაძიებლების ზრდასთან დაკავშირებით
image

გავლენიანი გერმანული გამოცემა Welt-ი საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა ზრდას ვრცელ სტატიას უძღვნის :

“კრიმინალთან ბრძოლაში გერმანიის მთავრობა რადიკალური საშუალებების გამოყენებას აპირებს: მას ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სურს. ამის საფუძველი თავშესაფრის მთხოვნელი ის პირები გახდნენ, რომლებიც ლტოლვილის სტატუსს გერმანიის მიწაზე კრიმინალური მიზნებისთვის ითხოვენ. პატარა საქართველო 3, 47 მილიონი ადამიანით ქვეყანაა, რომელმაც დამოუკიდებლობა არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიიღო. გასულ წლებში კრიმინალური სტრუქტურები ქვეყანაში წარმატებით იქნა აღმოფხვრილი.

საქართველოს ეკონომიკაც თანდათანობით წინ მიიწევს. ქვეყანა სპილენძის, ღვინის, თხილისა და თაფლის ექსპორტიორია. ამაზე ბევრი სასიამოვნო რამის თქმა შეიძლება. თუმცა, ამავდროულად ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიისკენ კრიმინალების და თავშესაფრის მთხოვნელთა ექსპორტირებაც ხდება. ამ უკანასკნელებს ლტოლვილად აღიარების შანსი ფაქტობრივად არ გააჩნიათ. ამის შესახებ ინფორმირებულია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ლტოლვილთა მინისტრი იოახიმ შტამპიც. მას შემდეგ, რაც 2017 წლის მარტში ევროკავშირმა ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაცია დაუშვა, არამხოლოდ თავშესაფრის უპერსპექტივოდ მძებნელი ქართველების რაოდენობა, არამედ ლტოლვილთა საცხოვრებლებში მათ მიერ ჩადენილი კრიმინალური მოქმედებების რიცხვიც გაიზარდა.


ლტოლვილად ჩაბარების პროცესში “ ორგანიზებული ჯგუფების მიერ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის და საცხოვრებელი ადგილის ქონა ბოროტად იქნა გამოყენებული ‘’ . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდივიდუალურად ჩამოსული თავშესაფრის მაძიებლები საცხოვრებელში საქურდავად და ბინებში შეჭრისთვის ჯგუფებს ქმნიან. ამის მოთმენა ინტეგრაციის და ლტოლვილთა მინისტრს აღარ სურს. დღესდღეობით, ეს ბანდიტური დაჯგუფებები არამხოლოდ თავიანთ მსხვერპლს აყენებენ ზიანს, არამედ ზოგადად ლტოლვილთა მიღებასაც უშლიან ხელს. შთაბეჭდილება, რომ ლტოლვილთა თავშესაფრები კრიმინალების ბუდედ იქცა, განხეთქილების საბაბი ხდება. გარდა ამისა, დაახლოებით 25000 უდანაშაულო ქართველი ცხოვრობს იმ სახურავის ქვეშ, რომელსაც ასობით კრიმინალი თანამემამულე საფრთხეს უქმნის. ამიტომ შტამპი წინადადებით მიმართავს ბუნდესმთავრობას, ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. ანგელა მერკელი თავს იკავებს ამ ნაბიჯის გადადგმისგან, ვინაიდან მიაჩნია, რომ ევროკავშირმა ქართველებისთვის მიცემული პირობა უნდა დაიცვას. თუმცა, ხელშეკრულებაში არსებული შეჩერების მექანიზმის დროებით ამოქმედების საკითხი შესაძლოა დადგეს, თუ ვიზალიბერალიზაციის პირობები დაირღვევა.

შტამპი და მისი მომხრეები ჯერჯერობით იმითაც კმაყოფილები არიან, რომ მათმა აქტიურობამ გარკვეული ძვრები გამოიწვია. სულ მცირე, რაც მათ გამოუვიდათ ეს ქართული მთავრობის შეფუცხუნებაა, რომელსაც ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა არანაირად არ სურს. ქართული მხარე გერმანიისგან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას ითხოვს. მათი აზრით ეს ქართველი თავშესაფრის მაძიებლების სამშბლოში დაბრუნებას დააჩქარებს. ასეთი სტატუსის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი ეთქვათ, ქვეყანაში დარჩენის დრო გაცილებით ნაკლებია. CDU და SPD (გერმანული პოლიტიკური პარტიები) მსჯელობენ უფრო მეტი ქვეყნის უსაფრთხოდ აღიარებაზე. თუმცა, მოხვდება თუ არა საქართველო მათ რიცხვში, უცნობია. ასევე საუბარია იმაზე, რომ გერმანიის და საქართველოს თანამშრომლობა კრიმინალთან ბრძოლაში უნდა გაღრმავდეს.

2017 წლის იანვარში გერმანიაში 170 ქართველმა ითხოვა თავშესაფარი, ხოლო დეკემბრისთვის მათმა რიცხვმა 743-ს მიაღწია. კოკნრეტულად ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე დროის იმავე პერიოდში თვიური მაჩვენებლები 43-დან 172-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 400 პროცენტს ნიშნავს.image

ქართული მთავრობა მიანიშნებს, რომ გერმანიაში კრიმინალის ზრდა მხოლოდ ქართველებს სულაც არ უკავშირდება. 2016 წელს რეგისტრირებული 177 779 დანაშაულებრივი ქმედებებიდან, რომლებიც უცხოელების მიერ იყო ჩადენილი, მხოლოდ 2487 ქართველი იყო ეჭვმიტანილი ( მათგან 1805 ქურდობის ფაქტზე). 2017 წელს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე თავშესაფრის მაძიებელი 27000 ადამიანიდან მხოლოდ 801 ქართველი იყო. თუმცა, მათ მიერ მიყენებული ზიანი იმაზე დიდი იყო ვიდრე ამ რიცხვების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ.’’


0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0