x
მეტი
  • 08.12.2019
  • სტატია:97201
  • ვიდეო:344048
  • სურათი:459145
პაწაწინა და საინტერესო სახლები, რომლებში ცხოვრებასაც მოინდომებდით
თითქმის ყველას სურს საკუთარი ოცნების სახლში ცხოვრება, მაგრამ ყველას არ აქვს საკმარისი ფული და ზოგს არც გარემო უწყობს ხელს. თუმცა, ყოველთვის შეგიძლიათ, იპოვოთ ალტერნატივა.


სტატიაში სწორედ პაწაწინა სახლებს წარმოგიდგენთ, რომლებშიც მთელი სამყაროს დატევა შეგიძლიათ. ისიამოვნეთ!







1. ბრუნის სახლი, შოტლანდია


სოფელ ლაირგთან ახლოს, ლოხ შინზე იდუმალებით მოცული პაწაწინა სახლი დგას. როგორც ამბობენ, 2015 წლის შტორმის შემდეგ ამ სახლის ასაშენებლად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეაგროვეს ფული. პოპულარული კომიქსის მიხედვით, ამ სახლში დიდი ოჯახი ცხოვრობს. ვინ იცის? აქ ყოველთვის უცნაური რამეები ხდება. წყლის დონე 10 მეტრით გაიზარდა, როდესაც 1950 წელს აქ ჰიდროელექტროსადგური აშენდა.

image








2. სახლი - მაცივარი



როგორც წესი, თანამედროვე სახლებს სარდაფები არ აქვს. სწორედ ასეთი "სახლის" გამოყენება შეგიძლიათ პროდუქტისა და ღვინის შესანახად.

მიწა მაცივარს მუდმივ გრილ ტემპერატურას შეუნარჩუნებს.

image








3. ჩეხეთის ყველაზე პატარა სახლი


ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახლის ნახვა პრაღაში შეგიძლიათ. მისი ფასადის სიგანე მხოლოდ 2.25 მეტრია. ეს სახლი ორ ჩვეულებრივი ზომის სახლს შორის აშენდა მე-19 საუკუნეში და სხვადასხვა დროს წარმოადგენდა ხელოვნების სტუდიასა და ღარიბულ ბარს. ახლა შენობა ვესტიბიულად გამოიყენება.

image









4. ათასი კუნძულის სახლი, აშშ და კანადა


აშშ-სა და კანადის საზღვარზე 1864 კუნძულიანი არქიპელაგი მდებარეობს. მათგან ყველაზე დიდი კუნძული დასახლებულია და დაახლოებით 1500 ადამიანი ცხოვრობს. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ კუნძულზე მხოლოდ 1 სახლი ეტევა? სხვათა შორის, კუნძულებს შორის კომუნიკაციის მოგვარება ერთ კომპანიას ევალება, რომელიც ყველა კუნძულს აწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას.

image








5. სტივ არინის სახლი, ტაილანდი


სტივის სახლის დიზაინმა მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი შთააგონა. მან ეს სახლი მანგოს ფერმაში ააშენა. ის თიხის აგურებისგანაა აშენებული და მეპატრონეს ინტერიერი დაახლოებით 9000 დოლარი დაუჯდა.

image








6. ერთი კვადრატული მეტრის სახლი


მსოფლიოში ყველაზე პატარა სახლი ბერლინელი არქიტექტორის, ვან ბო ლე-მენთცელის მიერაა აშენებული. მართალია, სახლი სულ რაღაც ერთი კვადრატული მეტრია, მაგრამ მას აქვს კარი, ფანჯარა და სკამი. ეს პაწაწინა სახლი 40.8 კილოს იწონის და საკუთარი ბორბლებიც აქვს.

image








7. სნოუბორდისტების ეკო-სახლი


მაიკ ბასიხმა, ცნობილმა სნოუბორდისტმა, მთაში პატარა (23 კვ. კმ) სახლი ააშენა, რისთვისაც მხოლოდ ეკო-მასალები გამოიყენა. განათებისთვის სახლს მზის ბატარეები აქვს დაყენებული.

image






ეს ყველაფერი არაა. მეგობრების დახმარებით მაიკმა კიდევ ერთი სახლი "ააშენა" სამოგზაუროდ.

image







8. კვერცხის ფორმის სახლი


არქიტექტორი სტეფან ტურნერი ექსპერიმენტებს აღმერთებს. SPUD Group და PAD Studio-სთან ერთად მან კვერცხის ფორმის ეკო-სახლი შექმნა, რომლის სიგრძე - 6 მეტრი, ხოლო დიამეტრი 2.8 მეტრია. სახლი შესაძლებელია წყალში იყოს განთავსებული, ამიტომაც ბუნებით დატკბობა შეგიძლიათ. სახლში არის დუში, ღუმელი და საწოლი. ენერგია კი მზისგან მიიღება.

image








9. პიერ სახლი, დიდი ბრიტანეთი


სახლი, რომელიც Conwy-ში მდებარეობს, გინესის რეკორდების წიგნშია შესული. ის სულ რაღაც 5.49 კვ. კმ-ზეა განთავსებული. ხალხი აქ მეთექვსმეტე საუკუნიდან 1900 წლამდე ცხოვრობდა. ბოლო ადამიანი, ვის საცხოვრებელსაც ეს შენობა წარმოადგენდა, მეთევზე რობერტ ჯოუნსი იყო, მაგრამ მასაც გადასვლა მოუწია დაბალი ჭერის გამო. დღეს ეს სახლი მუზეუმს წარმოადგენს, რომელიც ჯოუნსის შთამომავლებს ეკუთვნის.

image








10. UFOGEL ეკო-ვილა, ალპები


UFOGEL სახლი 45 კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული და პიტერ იუნგმანის მიერაა შექმნილი. მან სახლის სახელში ორი სიტყვა გააერთიანა: UFO (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) და Vogel (ჩიტი). სახლი ქირავდება და მსურველებს აძლევს საშუალებას, დატკბნენ ულამაზესი მთების ხედებით.

image








11. მოსიარულე სახლი


მოსიარულე სახლი ორი კრეატიული კომპანიის - N55 და Wysing Arts Centre-ის მიერ შეიქმნა. შენობის მთლიანი ზომა 3.72×3.5×3.5 მეტრია, წონა კი - 1200 კილო. ქარის წისქვილი და მზის ბატარეები სახლს ენერგიას აწვდის, მასში ასევე შეშის ღუმელიცაა განთავსებული.

image




იცხოვრებდით რომელიმე სახლში? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი❤


1
432
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
432
  
2018, 7 მარტი, 2:23
ეეეეხ. ნებისმიერ , თუნდაც სოროში ვიცხოვრებდი. ( ოღონდ ჩემი ერქვას და ქირას აღარ ვიხდიდე :-) )
0 1 1