x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
რუსეთის პატრიარქის კირილის წერილი ილია მეორეს
image


მიმდინარე წლის 2 მარტს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართა და ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში დახმარება სთხოვა. ამჯერად გავრცელდა რუსეთის პატრიარქის პასუხი, რომელიც ილია მეორეს გაეგზავნა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:



უწმნინდეს და უნეტარეს ილია ΙΙ–ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს

უწმინდესო და უნეტარესო,


უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!


გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.

პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს:


თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.


ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით.


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

5 მარტი 2018 წ.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0