x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83649
  • ვიდეო:334438
  • სურათი:441634
ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება! მუტანტი ლობსტერები, რომლებიც მამრის გარეშე მრავლდებიან

დაახლოებით 30 წლის წინ, ლობსტერების ეს სახეობა დედამიწაზე არ არსებობდა. მაგრამ დღეს ისინი შეუჩერებლად მრავლდებიან, თან მამრის გარეშე.


image


უახლესი კვლევის შედეგად, აღმოჩნდა რომ მყივანა ლობსტერის სახელით ცნობილ კიბოსნაირს დნმ-ში არსებობს მუტაცია, რომლის საშუალებითაც ისინი მხოლოდ მდედრის საშუალებით მრავლდებიან..


image



მყივანა ლობსტერი ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა. მისი მოხარშული ან შემწვარი მირთმევა შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. თუმცა კანადაში კიბოსნაირების ამ სახეობას სახლის პირობებში კვლავ უვლიან და საკვებადაც იყენებენ.


BBC - ის ინფორმაციით, Procambarus virginalis -ის მეცნიერული სახელწოდების კიბოსნაირი დედამიწაზე 30 წლის წინ არ არსებობდა, მაგრამ დღეს აშშ-ში, იაპონიაში, მადაგასკარსა და შვედეთში მილიონობითაა. მათი რაოდენობის სწრაფი ზრდა შინაგან მუტაციასთან არის დაკავშირებული.

Nature, Ecology and Evolution -ის ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის თანახმად მყივანა ლობსტერები მადაგასკარის ლობსტერებს გადაშენების პირას აყენებენ. ისინი ძალიან ჰგვანან ადგილობრივებს და გამოირჩევიან აგრესიულობით, სხვა ლობსტერების მიმართ. მადაგასკარში ამ კიბოსნაირებს მკვლელ ლობსტერებსაც ეძახიან.


image


თუ გყავთ სახლში ერთი მყივანა ლობსტერი, მაშინ 3 თვის შემდეგ, 200 -ს მიაღწევს!


კვლევითი გუნდის წარმომადგენლებიდან, ექიმი ვოლფგანგ შტეინის განცხადებით, თუ იყოლიებთ სახლში ერთ მყივანა ლობსტერს, შესაძლოა 3 თვეში მათი რაოდენობა 200-300 მდე მოიმატოს. შტეინმა განცხადება კანადულ CBC-ის პირდაპი ეთერში გააკეთა.


image


და როგორ წარმოიშვა სახეობა?


ყველაფერი 90-იან წლებში გერმანიაში, ერთ-ერთ შინაური ცხველების მაღაზიაში დაიწყო. ფლორიდის ქერცლიალი ლობსტერის მდედრი დაიბადა დამატებითი ქრომოსომით. რამოდენიმე თვის შემდეგ ლობსტერი მამრის გარეშე გამრავლდა, იგივე სიტუაცია გააგრძელეს ამ ლობსტერის შვილებმაც და ახალი სახეობა ოფიციალურად მსოფლიოს გაეცნო. მათ მყივანა ლობსტერები უწოდეს.


ევროპისა და აშშ-ს აკვარიუმებში ამ სახეობის შენახვა გამრავლება აიკრძალა, თუმცა ველურ გარემოში ისინი ცხოვრებას და შეუჩერებლივ გამრავლებას განაგრძობენ!


imageimageimageimageimage








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. საოცარი კადრები ველური ბუნებიდან - ეს უნდა ნახოთ!

2. რა გველის მიმდინარე წელს? (ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2018 წლის შესახებ)

3. 24 დამადასტურბელი ფოტო იმისა, თუ რატომ არ უნდა დაუტოვონ დედებმა შვილები მამებს...

4. 24 ფოტო, რომელიც ნამდვილ სიყვარულს აღწერს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში!

5. 17 დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ კირჩხიბი არის საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანი!

0
161
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0