x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნინი ონიანი: დღეს ბევრად უფრო დახვეწილი, ქალური და სექსუალური ვარ ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ


imageმოდელი და "კომედი შოუს" მსახიობი ნინი ონიანი სოციალურ ქსელში ფოტოსთან ერთად შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


"Selfie” ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა(მე მაპატიეთ) ისევე როგორც სხეულის სამყაროში მიღებული "იდეალური" პარამეტრები. არც 180 სმ ვარ სიმაღლეში, არც 45 კგ ვარ და არც 90-60-90, სულ პირიქით... ახლოსაც არ ვარ ამ "იდეალურობასთან", ბევრი წლის წინ გარეგნობის კომპლექსიც კი მქონდა(ბევრს ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ მაგრამ იყო დრო...))) 8 თვის წინ დედა გავხდი, ჩემმა სხეულმა ფორმა იცვალა და ვფიქრობ რომ დღეს ბევრად უფრო დახვეწილი, ქალური და სექსუალური ვარ ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ... და ეს პირველ რიგში შიგნიდან მოდის და არა ვიზუალიდან მხოლოდ... ( ცხოვრებისეული გამოცდილება და "გაკვეთილები" ძალიან "მომიხდა")) ჩემი ნაკლოვანებები ჩემი სავიზიტო ბარათივით გახდა და ამ არასრულყოფილებაში ვიპოვნე ჩემი თავის ყველაზე სასურველი "მე" ( ამ ეტაპზე) ..

ქალბატონებო, შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი როგორიც ხართ. ცოტა იზრუნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ნერვები არავის არასოდეს მოაშლევინოთ, ბევრი გაიღიმეთ, კარგი სუნამო მიიპკურეთ....სულაც არაა საჭირო "პარამეტრები"იმისათვის რომ თავდაჯერებულები იყოთ..."-წერს ნინი ონიანი.
imageimage


შეგახსენებთ, 2016 წლის აგვისტოში ნინი მახვილაძე გათხოვდა, მისი რჩეული ვაჟიკო მახვილაძე იყო, ხოლო 2017 წლის ივნისში წყვილს ვაჟი, - ლუკა შეეძინათ, იმავე წლის სექტემბერში ნინი ონიანი ქმარს დაშორდა.

image

image

ასევე დაგაინტერესებთ

0
102
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0