x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
47 წლის თინა კანდელაკმა საცურაო კოსტუმში გადაღებული იდეალური სხეული გამოაჩინა
image

47 წლის ტელედივა იახტაზე პოზირებდა.


ქართული წამროშობის ცნობილი რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი იშვიათად ანებივრებს თავის მრავალრიცხოვან თაყვამისმცემლებს შიშველი სურათებით.


ტელედივა 47 წლის ასაკშიც ძალიან მომხიბვლელია და აშკარად ჩანს, რომ თავის ფიგურას უვლის.



ტელევარსკვლავის მიერ ქსელურ ბლოგზე შვებულებიდან გამოქვეყნებული ახალი ფოტოებს მომხმარებლების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.


ყოველ დღე არ გეძლევათ საშუალება გაზპრომ-მედიის ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე მხოლოდ პაწაწინა ბიკინით იხილოთ!


ასე რომ, კანდელაკმა გააზიარა სურათი, რომელიც იახტის გემბანზეა გადაღებული. თინას შავი სპორტული სტილის საცურაო კოსტიუმი აცვია, რომელსაც ჩალის ქუდი ავსებს, ხელში კი დურბინდი უჭირავს.

image

მომხმარებლებმა სურათებს ძალიან მაღალი შეფასება მისცეს.


კანდელაკის პოსტის ქვეშ ზღვა კომპლიმენტები შეგიძლიათ იხილოთ.


"ქალღმერთის ფეხები", ”აი რას ნიშნავს საკუთარ სილამაზეში თავდაჯერებული რომ ხარ ”, -წერენ თაყვანისმცემლები.

image

თინა კანდელაკის ჟურნალისტური კარიერა საქართველოში იწყება, 1990-იან წლებში თინა მუშაობდა რადიოსადურ „რადიო 105“-სა და საქართველოს ტელევიზიაში (მეორე არხზე). 1995 წელს საცხოვრებლად რუსეთში, მოსკოვში გადავიდა, სადაც დაიწყო მუშაობა სტანისლავ სადალსკისთან ერთად სხვადასხვა რადიოსადგურებსა და ტელევიზიებში: „М радио“, „РДВ“, „Радио Рокс“, „Серебрянный дождь“, „Муз ТВ“ და მრავალი სხვა.


2008 წლიდან მიჰყავდა ტელეპროგრამა „არარეალური პოლიტიკა“, რომელიც 2011 წელს დაიხურა. 2009 წელს წამყვანის სახით მონაწილეობა მიიღო ტელეპროექტ „ორ ვარსკვლავში“. ამავე წელს თინა პროდიუსერი და წამყვანი იყო ისეთი გადაცემების, როგორიცაა „ინფორმანია“ ტელეარხ СТС-ზე, ასევე იყო გადაცემა „ფორტ ბოიარდის“ სომხური ვერსიის წამყვანი. 2010 წელს იყო „კვნ“-ის უმაღლესი ლიგის ჟიურის წევრი, გადაცემა „იდეალური მამაკაცის“ წამყვანი. 2012 წელს დაიხურა ტელეგადაცემა „ყველაზე ჭკვიანი“, რომლის წამყვანი თინა წლების განმავლობაში იყო და პროგრამის დაწყებიდან (2003 წლიდან) გადაცემამ სამჯერ აიღო „ТЭФИ“-ის (2004, 2009) პრემია. 2013 წლის ივნისიდან თინა პოლიტიკური შოუს „რკინის ლედების“ თანაწამყვანია.


თინა კანდელაკი პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური დამცველია.

2
634
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
634
  
2023, 22 აგვისტო, 17:37
არ არის ეგ ქართველი
2023, 16 აგვისტო, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2