x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელად ნათია ზამბახიძე დაინიშნა

image


რადიო „თავისუფლების“ ქართული ბიუროს ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში რუსთავი 2-ის ყოფილმა ჟურნალისტმა ნათია ზამბახიძემ გაიმარჯვა. ამიერიდან ის ქართულ სამსახურს უხელმძღვანელებს.


ზამბახიძე ბოლო ხანს აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი იყო. რამდენიმე დღის წინ ის ადასტურებდა, რომ რადიოს ხელმძღვანელის ვაკანსიაზე განაცხადი ნამდვილად შეიტანა. ნათია ზამბახიძემ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი2" მალევე დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.


31 იანვარს რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. კაკაბაძის გათავისუფლების შემდეგ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვათანამდებობა. დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე ინფორმაცია თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0