კინო გარდაიცვალა სერიალის- "მდიდრებიც ტირიან" ვარსკვლავი, როხელიო გერა 2018, 1 მარტი, 10:16 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მექსიკელი მსახიობი როხელიო გერა, რომელიც ვერონიკა კასტროსთან ერთად ასრულებდა მთავარ როლს სერიალში "მდიდრებიც ტირიან".
"კინოს, თეატრის და ტელე მსახიობი, მან უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ მისი ნათესავების და მეგობრების მიმართ"-ნათქვამია განცხადებაში. ბოლო წლებში გერა იტანჯებოდა ტვინის ფუნქციის დარღვევით, რის გამოც უჭირდა საუბარი და გადაადგილება. სერიალი "მდიდრებიც ტირიან", 1979 წელს გადაიღეს მექსიკაში ინეს როდენის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
საბჭოთა კავშირმა სერიალი 1991 წელს შეიძინა, რომელსაც უზომო წარმატება ხვდა წილად.ამ სერიალს დღესაც მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით მყარად უკავია მეორე ადგილი ბრაზილიურ სერიალის, "მონა იზაურას"(1976) შემდეგ. მთლიანად მსახიობმა 25-მდე სერიალში ითამაშა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა ლუის ალბერტო სალვატიერას როლმა მოუტანა სერიალში " მდიდრებიც ტირიან". 145 5-ს მოსწონს
|