x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა სერიალის- "მდიდრებიც ტირიან" ვარსკვლავი, როხელიო გერა

image

82 წლის ასაკში გარდაიცვალა მექსიკელი მსახიობი როხელიო გერა, რომელიც ვერონიკა კასტროსთან ერთად ასრულებდა მთავარ როლს სერიალში "მდიდრებიც ტირიან".

image

"კინოს, თეატრის და ტელე მსახიობი, მან უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ მისი ნათესავების და მეგობრების მიმართ"-ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო წლებში გერა იტანჯებოდა ტვინის ფუნქციის დარღვევით, რის გამოც უჭირდა საუბარი და გადაადგილება.

სერიალი "მდიდრებიც ტირიან", 1979 წელს გადაიღეს მექსიკაში ინეს როდენის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

image

საბჭოთა კავშირმა სერიალი 1991 წელს შეიძინა, რომელსაც უზომო წარმატება ხვდა წილად.ამ სერიალს დღესაც მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით მყარად უკავია მეორე ადგილი ბრაზილიურ სერიალის, "მონა იზაურას"(1976) შემდეგ.

მთლიანად მსახიობმა 25-მდე სერიალში ითამაშა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა ლუის ალბერტო სალვატიერას როლმა მოუტანა სერიალში " მდიდრებიც ტირიან".

image

image

იხილეთ აგრეთვე

image


0
145
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0