x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
საკვები პროდუქტები, რომლებიც ერთად არ უნდა მიირთვათ
ზოგი საკვების ერთად ჭამა რომ სასარგებლო არაა, ეს ბავშვმაც კი იცის, მაგრამ სტატიაში გთავაზობთ 7 ყველაზე პოპულარულ საკვების კომბინაციას, რომელიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და შეიძლება ავადაც გაგხადოთ. რჩევები სპეციალისტების მიერაა რეკომენდებული.





1.

როცა დრო არ გაქვთ, სწრაფი საუზმე კარგი გამოსავალი ჩანს. ალბათ, საქმიანი ადამიანები ხშირად მიირთმევთ ყველის სენდვიჩსა და ყავას ერთად, მაგრამ იცით, რომ ყავასთან ყველი თავის ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს?

რჩევა: უკეთესი იქნება, სენდვიჩი თეთრ ან მწვანე ჩაისთან ერთად მიირთვათ.

image









2.


კიტრისა და პომიდვრის სალათი საკმაოდ პოპულარულია ზაფხულში. თუმცა, ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ საკვების ეს კომბინაცია ორგანიზმის გადახურებას და ოფლიანობას იწვევს, ასევე ამ ორ საკვებში არსებული ვიტამინები ერთმანეთთან კარგ თანხვედრაში სრულიადაც არ მდის.

image









3.


ვინ არ დააგემოვნებდა სიამოვნებით კარტოფილ ფრისა და სტეიკს ერთად? სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი საკვების კომბინაციაა. კუჭში ისინი ერთად, ასე ვთქვათ, "იჭედებიან" და შეიძლება გამოიწვიონ ისეთი უსიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა გულძმარვა, ბოყინი, გაზები და ბევრი სხვა.

image









4.


იგივე ხდება მაკარონისა და გატარებული ხორცის შემთხვევაშიც.

რჩევა: უკეთესია, თუ მაკარონს ცალკე კერძად მიირთმევთ.

image








5.


ალბათ, კოლეჯის და უნივერსიტეტის პერიოდიდან გემახსოვრებათ საკვების ეს კომბინაცია. ყველას უყვარს მარილიანი თხილის ჭამა ლუდის დალევასთან ერთად. თუმცა, მარილიანი საჭმელი, გარდა იმისა, რომ თავადაც არაჯანსაღია, დეჰიდრატაციასაც იწვევს და მეტი ლუდის დალევას მოგანდომებთ.

რჩევა: როცა ალკოჰოლს სვამთ, წყალი ან გაზიანი სასმელი დააყოლეთ, რომ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.

image








6.


რძის პროდუქტები ანელებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, განსაკუთრებით - დილით. გარდა ამისა, ანანასი შეიცავს ბრომელაინს, ენზიმურ კომპლექსს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუ რძის პროდუქტებთან იქნება შერწყმული.

რჩევა: ანანასის მაგივრად რძის პროდუქტებთან შეგიძლიათ მიირთვათ გარგარი ან ქლიავი.

image








7.


საკვების ეს კომბინაცია განსაკუთრებით პოპულარულია ადამიანებისთვის, რომლებმაც ჯანსაღი კვება დაიწყეს, რადგან რძე და ბანანი ნოყიერი და სწრაფად მოსამზადებელია. თუმცა, ზოგი ნუტრიციონისტი (საკვების სპეციალისტი) მიიჩნევს, რომ ხილი, განსაკუთრებით ტკბილი, ცალკე უნდა მიირთვათ. ის სხეულში დიდი ხნის განმავლობაში რჩება და ანელებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა საჭმელთან ერთად მიირთმევთ. რაც შეეხება რძეს, ამ შემთხვევაშიც აჯობებს, რომ ის ცალკე დალიოთ.

რჩევა: მთავარ კერძებს შორის ბანანი წასახემსებლად მიირთვით.

image









0
649
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0