x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
ორბელიანის მოედანზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი საავადმოფოში გარდაიცვალა. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი აცხადებს, ბავშვი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს საავადმყოფოში. მას ოპერაციის დაწყებამდე გული გაუჩერდა.


image


უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ჩამოვარდნილი შუშა 5 ბავშვს დაეცა. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.


დაღუპულის ოჯახს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიუსამძიმრეს.



"უაღრესად დამწუხრებული ვარ, ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევისას 14 წლის მოზარდის ასლან მამედოვის დაღუპვის გამო.

ამ მძიმე წუთებში ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და მეგობრებს." - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.


"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს. სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად." - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

0
28
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0