x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
7 შეცდომა,რაც სასარგებლო ჩაის უსარგებლო და მავნე სითხედ აქცევს
image

ჩაი ერთერთი პოპულარული სასმელია. მის სასარგებლო თვისებებზე ბევრს წერენ, ამიტომ ყველა ერთმნიშვნელოვნად თვლის, რომ ჩაი სასარგებლოა. თუმცა, არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელიც ამ ერთი შეხედვით უსაფრთხო სასმელს ჯანმრთელობისთვის საშიშ სითხედ აქცევს.

შეცდომა 1. ჩაი ციტრუსების არომატით

image


2013 წელს Journal of Toxicology-ში გამოქვეყნდა 30 სხვადასხვა ჩაის სახეობაზე ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგი. თითქმის ყველა სახეობაში ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა, ზოგიერთში კი ალუმინიც. ეს მეტალები სხვადასხვა საშიში დაავადებების რისკს ზრდიან.

2015 წელს კვლევა ჩაატარა Journal of Food Composition and Analysis-მაც. მეცნიერებმა წინა კვლევის შედეგებიც გააანალიზეს და მივიდნენ აღმოჩენამდე, რომ ჩაი, ციტრუსის გემოთი, 10-70-ჯერ უფრო მეტ ტყვიას, ალუმინს და კადმიუმს შეიცავს, ვიდრე მისი უარომატიზატორო “კოლეგა".


შეცდომა2. ყიდულობთ იაფ სახეობას

image2013 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩაის იაფფასიან სახეობაში ფტორის 3-ჯერ მეტი შემცველობაა. ეს კი თქვენს კბილებსა და სახსრებს კარგს არაფერს უქადის.

ჩაის ძვირ სახეობებში ფტორის შემცველობა რამდენადმე ნაკლებია, რადგან შეგროვებისას და ტექნოლოგიური დამუშავებისას, ყველაფერი მკაცრად დადგენილი ნორმებით და რეგლამენტით ხორციელდება.


შეცდომა 3. ბალახების ჩაი ორსულობისას

image 2015 წლის ნოემბერში, ჟურნალ Food Chemistry-ის ხელშეწყობით, ჩვილებისთვის, ორსულთათვის და მეძუძური დედებისთვის განკუთვნილი ბალახების ჩაის 44 სახეობა იქნა შემოწმებული. შენოწმების შედეგად ჩაის 86%-ში ტოქსინები აღმოჩნდა, რომლებიც ღვიძლის დაზიანებას იწვევენ.


შეცდომა 4. ძალიან ცხელი ჩაი

image

ბრიტანელი ოტორინოლარინგოლოგი ჰენრი შარპი თვლის, რომ ძალიან ცხელი ჩაის მიღება უარყოფითად აისახება ცხვირ-ხახის სისხლძარღვების მუშაობაზე.

ჩაის ნორმალური ტემპერატურა 50-60 გრადუსი უნდა იყოს. ოპტიმალური ტემპერატურის მისაღწევად, დასხმის შემდეგ ჩაი 5-10 წთ-ით უნდა გააჩეროთ.


შეცდომა 5. მაგარი ჩაი

image

The New England Journal of Medicine-მა რამდენიმე პაციენტის ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც მაგარ ჩაის სვამდნენ. ერთი 47 წლის ქალბატონმა, რომელიც 17 წლის განმავლობაში მუქ, მაგარ ჩაის სვამდა, პრაქტიკულად ყველა კბილი დაკარგა, ძვლები კი მსხვრევადი გაუხდა. ეს ყველაფერი ფტორის დაგროვებამ გამოიწვია. დიეტოლოგები დღეში 4-5 ჭიქა ჩაის გვირჩევენ.


შეცდომა 6. ჩაი ჭამის შემდეგ

image

2011 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ ჩაი “უკავშირდება" საკვებში შემავალ რკინას და ხელს უშლის ორგანიზმს მის ათვისებაში.

თუ ჭამის შემდეგ ჩვევად გაქვთ მაშინვე ჩაის დალევა, ამან შეიძლება რკინის დეფიციტი გამოიწვიოს. ექიმები გვირჩევენ, რომ ჭამიდან ჩაის დალევამდე 20 წუთი დავიცადოთ.


შეცდომა 7. ჩაის დალევა ძილის წინ

image

ჩაი კოფეინს და არომატულ ნივთიერებებს შეიცავს. ძილის წინ კი, ამ გამამხნევებელი სასმელის მიღება პულსს ახშირებს, სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინს აღიზიანებს. შედეგად კი, შესაძლოა ძილიც დაგიფრთხეთ.




1
317
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
317
  
2018, 28 თებერვალი, 21:37
გული დამწყდა, ციტრუსის არომატიანი ჩაი რომ არ ყოფილა კარგი :(
0 1 1