x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სააკაშვილმა მიგვანიშნა, პირველი ადგილი უნდა ყოფილიყო და იქნებოდა კიდეც „რუსთავი 2“-ის

image


ტელე იმედის ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ძნელაძე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატარკაციშვილს მიუთითა, რომ „რუსთავი 2“ პირველი ტელევიზია უნდა ყოფილიყო. ძნელაძის განმარტებით, ეს ინფორმაცია მას 2007 წელს პირადად ბადრი პატარკაციშვილისგან ჰქონდა.


„ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრები იმართებოდა ხოლმე. ერთხელ ტელევიზიაში ბადრიმ ასეთ შეხვედრაზე მოგვითხრო. მოყვა, რომ მასსა და მაღალჩინოსნებს შორის გამართულ შეხვედრაზე ერთერთმა მაღალი თანამდებობის პირმა აღნიშნა, რომ „იმედი“ პირველ ადგილზე იყო. მაშინ „ტელეიმედმა“ სარეკლამო ბაზარზეც პირველი ადგილი დაიკავა და ლიდერების ჯგუფში იყო. ეკონომიურადაც საკუთარი შემოსავლები დიდი წილი იყო. როგორც ბადრიმ მოყვა, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იყო ღია მინიშნება, რომ პირველი ადგილი უნდა იყოს და იქნება კიდეც „რუსთავი 2“-ის და შემდეგ სხვა ტელევიზიაო. პატარკაციშვილმა ტელევიზიის შეკრებაზე გვითხრა, რომ ჩვენ ჩვეულებრივ გაგვეგრძელებინა მუშაობა და ტელევიზიის განვითარება, “ - განაცხადა სასამართლოსთვის მციემულ ჩვენებაში ლევან ძნელაძემ.


სატელევიზიო რეიტინგებით „იმედი“ 2005-07 წლებში სატელევიზიო ბაზრის ლიდერი იყო. იმედის დარბევამდე სააკაშვილის ხელისუფლება არხის დასუსტებას და ჟურნალისტების გადაირებას სხვადასხვა გზებით ცდილობდა.

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0