x
მეტი
  • 13.12.2018
  • სტატია:83670
  • ვიდეო:334467
  • სურათი:441719
მკვლელობა თემქაზე-20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

imageდღეს გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, დადგინდა გარდაცვლილის ვინაობაც, იგი 1997 წელს დაბადებული ანა ნაცვლიშვილი აღმოჩნდა.


20 წლის გოგონას მკვლელობის მოტივი უცნობია, ჯერჯერობით გამოძიებას არ ჰყავს ეჭვმიტანილიც. წინასწარი მონაცემებით სამართალდამცავებისთვის ცნობილია ის ავტომობილიც, რომლითაც სავარაუდო დამნაშავემ დანაშაულის ადგილი დატოვა.

სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს მოკლულის მშობლები.ახლობლები და მეგობარი ბიჭი, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე გოგონა სწორედ ამ მეგობარ ბიჭს ესაუბრა. ნაცვლიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ნაცვლიშვილს შეყვარებული ჰყავდა და სწორედ მხოლოდ ამ ერთ ბიჭთან ხედავდნენ.image

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს, აღძრულია საქმე სსკ-ს108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

image


1
81
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
22 თებერვალი, 20:06
რა იყო არაჩანდა, დღეს კრიმინალური ქრონიკის დღე გაქვს, ამდენი მკვლელობა რა უბედურებაა კაცო!
0 1 1