განათლება 9 ისტორიული მითი,რომელიც დღესაც სიმართლე გვგონია 2018, 21 თებერვალი, 16:57 ისტორია ის საგანია, რომლის შესახებაც ბევრს კამათობენ, იქნება ეს ამა თუ იმ მოვლენის შეფასება თუ ინტერპრეტაცია. მაგრამ, ასეა თუ ისე, ყველა ისტორიკოსი თანხმდება იმაზე, რომ ეს 9 “ფაქტი" სინამდვილეში არაფერია თუ არა მითი. არადა, მათი ადამიანთა უმრავლესობას სჯერა.
1.მითი: ნაპოლეონი დაბალი იყო.
სიმართლე: იმპერატორი დაბალი ნამდვილად არ გახლდათ, მისი სიმაღლე 170 სმ. იყო.
2. მითი: ვინსენტ ვან გოგმა ყური მოიჭრა სიმართლე: მან მხოლოდ ბიბილოს პატარა ნაწილი მოიჭრა. 3.მითი: აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა. სიმართლე: მომავალი ფიზიკოსი კარგად სწავლობდა, მით უმეტეს მათემატიკას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. 4. მითი: თომას ედისონმა ელექტრო ნათურა გამოიგონა. სიმართლე: ედისონმა მეთოდს მიაგნო, რომ ნათურა მალე არ დამწვარიყო და დიდხანს ემუშავა. 5. მითი:სალიერის მოცარტის შურდა. სიმართლე:სალიერი იმპერატორის კარზე დირიჟორი გახლდათ და ნამდვილად არ შურდა ღარიბი კომპოზიტორის. 6.მითი: ნიუტონს ვაშლი დაეცა თავზე. სიმართლე: ვაშლი მის ახლოს ჩამოვარდა და ამ მოვლენამ მიიყვანა უდიდეს აღმოჩენამდე. 7.მითი: მაგელანმა პირველმა შემოუარა დედამიწას. სიმართლე: მაგელანი გზის ნახევრის გავლის შემდეგ გარდაიცვალა. მისმა ექსპედიციამ დაასრულა მისი წამოწყება. 8.მითი:კლეოპატრა ეგვიპტელი იყო. სიმართლე:კლეოპატრა მაკედონიური დინასტიის-პტოლემეების შთამომავალი გახლდათ. 9.მითი: მიკი მაუსი უოლტ დისნეიმ მოიფიქრა და დახატა. სიმართლე:ეს ცნობილი თაგვი სტუდიის მხატვარმა აბ აივერქსმა მოიფიქრა. 128 1-ს მოსწონს
|