x
პრე-კრასტინაცია ანუ პროკრასტინაციის საპირისპირო
image

პროკრასტინაციის ანუ საქმის გაჭიანურების საპირისპირო ქცევა გახლავთ პრე-კრასტინაცია, რაც ასევე სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს.ესაა ტენდენცია შეასრულო ან დაიწყო საქმის გაკეთება რაც შეიძლება სწრაფად, უფრო სწრაფად ვიდრე ეს საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამან უფრო მეტი დრო და ძალისხმევა წაიღოს.


ზოგი ადამიანი დაუყონებლივ პასუხობს ელ-ფოსტებს, ნაცვლად იმისა, რომ გულმოდგინეთ და ყურადღებით მოიფიქროს და გასცეს პასუხი.პრე-კრასტინაცია შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, რადგან საქმის სწრაფად გაკეთების დროს ადამიანი ვერ ითვალისწინებს ბევრ საკითხს, უშვებს შეცდომებს და აქედან გამომდინარე ნაკლებ პროდუქტიულია.პრეკრასტინაციის თავიდან ასარიდებლად ქართული ანდაზაც გვაფრთხილებს: "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი".

გარდა ამისა, პრეკრასტინატორები ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებსაც გადაუდებლად მიიჩნევენ და დაუყონებლივ ასრულებენ. მაგალითად, ისინი მიდრეკილნი არიან რომ ყველა შემოსულ ელ-ფოსტას მომენტალურად უპასუხონ, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში მათი ინბოქსი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის.




მკვლევარებმა პრე-კრასტინაციის არსებობა დაადასტურეს ლაბორატორიულ კვლევაში. კოლეჯის სტუდენტებს სთხოვეს, რომ ყვავილების ქოთანი წაეღოთ ბილიკის ბოლომდე. მათ მისცეს ინსტრუქცია, რომ აერჩიათ ის ქოთანი რომლის წაღებაც უფრო გაუმარტივდებოდათ.მკვლევარები მოელოდნენ, რომ სტუდენტები აირჩევდნენ იმ ქოთანს, რომელიც ბილიკის ბოლოსთან უფრო ახლოს იყო, რადგან მისი წაღება მოკლე დისტანციაზე მოუხდებოდათ. მათ გასაოცრად სტუდენტები ირჩევდნენ იმ ქოთანს, რომელიც ბილიკის დასაწყისთან უფრო ახლოს იყო. როცა კითხეს თუ რატო გააკეთეს ეს, სტუდენტების უმეტესობამ უპასუხა: მე მინდოდა დავალება რაც შეიძლება მალე შემესრულებინა", რეალურად ეს არჩევანი სისწრაფეზე გავლენას არ ახდენდა.

9 ექსპერიმენტმაც კი, რომლებშიც მონაწილეობდა 250-ზე მეტი სტუდენტი ვერ გამოამჟღავნა თუ რა აიძულებდათ სტუდენტებს აეღოთ ბილიკის დასაწყისთან ახლოს არსებული ქოთანი. მარტივი ჰიპოთეზა არის ის, რომ საქმის გაკეთება ან საქმის დასრულებასთან მიახლოებაც კი უკვე დამაჯილდოებელია. ისეთი ტრივიალური მიღწევაც კი, როგორიც ქოთნის აღებაა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი.



საინტერესოა ის ფაქტი, რომ პრეკრასტინაცია მხოლოდ ადამიანებთან არ ვლინდება. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა მტრედებზე. მტრედებს შეეძლოთ გამოემუშავათ საკვები სენსორულ ეკრანზე 3-ჯერ ჩანისკარტებით. პირველად უნდა ჩაენისკარტათ კვადრატში, რომელიც გამოჩნდებოდა ეკრანის ცენტრში, მეორეჯერ იმავე კვადრატში ან იმ კვადრატში, რომელიც შემთხვევით გამოჩნდებოდა ცენტრში მყოფი კვადრატის მარჯვნივ ან მარცხნივ. მესამეჯერ კი უნდა ჩაენისკარტად ცენტრალური კვადრატის გვერდით კვადრატში, როცა მასში ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მტრედებს საკვები მხოლოდ მესამე ჩანისკარტების შემდეგ ეძლეოდათ, დამოუკიდებლად იმისგან მეორედ სად ჩაანისკარტებდნენ ცენტრალურ კვადრატზე თუ გვერდითა კვადრატზე, რომელშიც შემდგომ ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მტრედები მეორედ ჩანისკარტების დროს ირჩევდნენ გვერდით კვადრატს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დამატებითი ჯილდო ამ საქციელისთვის არ იყო. მტრედები მეორე ჩანისკარტებისას ირჩევდნენ იმ კვადრატს, რომელშიც შემდგომ ვარსკლავი გამოჩნდებოდა ამით თითქოს უფრო ახლოს იყვნენ მიზანთან. უფრო მარტივად, რომ ავხსნათ:მტრედები მეორედ იმ კვადრატში ანისკარტებდნენ, სადაც მესამეჯერზე უნდა ჩაენისკარტათ.

ეს ფაქტი, რომ პრეკრასტინაცია ადამიანებთან და მტრედებთანაც გხვდება მიუთითებს იმაზე რომ ეს ქცევითი ტენდენცია შესაძლოა ფილოგენეზში უფრო ადრე გამოჩენილიყო. საინტერესოა რაში სჭირდებოდა ჩვენს წინაპრებს პრეკრასტინაცია? ერთ-ერთი ახსნა შემდეგია: თუ მარცვალი ახლოსაა, ან ქოთანი მაშინ საუკეთესო ვარიანტი შეიძლება ისაა, რომ ავიღოთ ის სანამ ხელმისაწვდომია და სანამ თავისუფალია. მეორე ახსნა: დავალებების, საქმის დაუყონებლივ შესრულება ათავისუფლებს მუშა მეხსიერებას. თუ საქმეს მაშინვე არ გააკეთებ, მაშინ მოგიწევს იმის დამახსოვება, რომ ეს საქმე მოგვიანებით გააკეთო, ხოლო ამის დამახსვრებას აირიდებ თავიდან თუ საქმეს მაშინვე გააკეთებ.


კითხვა თუ რომელი უფრო ცუდია პროდუქტიულობისთვის, პროკრასტინაცია -საქმის ბოლო წუთამდე გადადება თუ პრე-კრასტინაცია-საქმის დაუყონებლივ სწრაფად შესრულება, პასუხგაუცემელია.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0