სხვა რატომ უწოდეს ფუტკრის რძეს "სამეფო ჟელე" და რა დაავადებებს კურნავს ის 2018, 19 თებერვალი, 21:51 ფუტკრის რძე, ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის. ეს არის ნივთიერება, რომელსაც ფუტკარი ზედა ყბის და საყლაპავი ჯირკვლიდან გამოყოფს.ფუტკრის რძე ძვირფასი ნივთიერებაა და მას უამრავ ქვეყანაში მოიხმარენ. ჩინურ მედიცინაში დიდი ხანია ინიშნება სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის. ინდოეთში კი ახალგაზრდული ენერგიის შესანარჩუნებლად. ეგვიპტეში ფარაონებიც მოიხმარდნენ, იგი ხელს უწყობდა, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას. დედოფალი დიანა ორსულობის დროს მოიხმარდა, დედოფალი ელისაბედი და მათი შთამომავლებიც ფუტკრის რძეს იყენებდნენ და სწორედ ამიტომ უწოდეს მას ''სამეფო ჟელე''
ფუტკრის რძე შეიცავს უამრავ ვიტამინს და პროტეინს, მისი მოპოვება რთულია, მოითხოვს ყურადღებას და სიზუსტის დაცვას. ფუტკრის რძე გვხვდება კაფსულების, მალამოების სახით და შეგვიძლია დაუმუშავებელი სახითაც გამოვიყენოთ.
ფუტკრის რძე კურნავს: გულ–სისხლძარღვთა დაავადებას, არტერიულ წნევას, ანემიას, აბალანსებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ჰემოგლობინის ნორმალიზებას, აქრობს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს რკინის ნაკლებობის შევსებას, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც შეუძლია ფუტკრის რძემ ებრძოლოს. აი, ასეთი ბუნებრივი ანტიდოტი გვაქვს, ბუნება ხომ თვითონაა საუკეთესო მკურნალი და ფარმაცევტი. 328 15-ს მოსწონს
|