x
დიეტის უარყოფითი მხარეები და ჯანმრთელობა
დიეტა! ეს სიტყვა ბევრ ჩვენგანში დაუსრულებელ შიმშილთან და ტანჯვასთან ასოცირდება, ეს არის მითი, რომელსაც წლებია მოისაზრებენ ჩვენს გარშემო.

დიეტა არ არის შიმშილი და ერთფეროვანი საკვების მირთმევა.

დიეტის დროს, პირიქით, მივირთვათ მრავალფეროვანი საკვები და სწორად შერჩეული მენიუ.


ამ სტატიაში გესაუბრებით დიეტის უარყოფით მხარეებზე.


წონაში სწრაფად კლების მსურველებს, უწევთ შიმშილი, ერთფეროვანი საკვების მირთმევა, სტრესში ყოფნა, რომ რამდენიმე დღეში მიაღწიონ სასურველ შედეგს, დიეტის შესახებ მოძიებული ინფორმაცია ინტერნეტით, მეგობრებთან მოსმენილი “გოგო რა მაგარი დიეტა მასწავლეს“

ვცდილობთ ყველა დიეტის დაცვას, იქნებ ეს უკეთესი იყოს, ახლა ამას ვცდიო, ამ დროს კი სერიოზულ ზიანს ვაყენებთ ჩვენს ჯამრთელობას და ორგანიზმს, მკაცრი დიეტის დაცვად მოისაზრება მოხარშული ბრინჯი, წიწიბურა და მხოლოდ ერთფეროვანი საკვებით, რომლებიც თითქმის არ შეიცავს ვიტამინებს და კვებით ღირებულებებს, ამ საკვებით ვიკვებებით მთელი დღე სასურველი წონის მისაღწევად, რა მოუვა ჩვენს ორგანიზმს?


ორგანიზმიდან ყველა ვიტამინი გამოიყოფა,

იწყება თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, თავბრუსხვევა, მოთენთილი ხდება ჩვენი ორგანიზმი, ვხდებით აგრესიულები გარშემო მყოფების მიმართ თუ როგორ გემრიელად ილუკმებიან გემრიელობებს, მართალია ჩვენი კილოგრამები იკლებს, მაგრამ ორგანიზმიდან იკარგება დიდი რაოდენობით წყალი და მხოლოდ მცირე რაოდენობით ცხიმი. არსებობს უამრავი დიეტა, თითქბის იმდენივე დიეტა რამდენი ადამიანიც დიეტის მსურველია, ამ დიეტებიდან უმეტესი შედგება ისეთი მენიუთი, რომლის მიხედვითაც უნდა იშიმშილოთ, ბევრი დიეტა კი მრავალფეროვანი მენიუთი შედგება, ვიკლებთ უსაფრთხოთ და ჯამრთელობასაც არ ვიზიანებთ, მაგრამ მე ამ სტატიაში მხოლოდ უარყოფით მხარეებს გაგიზიარებთ, ბევრ ჩვენგანს გვეზარება სამზარეულოში ტრიალი და მომზადება სხვადასხვა ვიტამინებით გაჯერებული საკვების, ვირჩევთ ადვილ მენიუს, მხოლოდ მოხარშული ბრინჯი, რაც სრულიად ანგრევს ორგანიზმს, ექიმის და სპეციალისტების აზრით, არასწორი დიეტა იწვევს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, დიაბეტს, იმუნური სისტემის დაქვეითებას, მეხსიერებასთანაც პრობლემები გვექმნება, სისხლის მიწოდება ტვინისთვის ხდება შეფერხებით. ამის შემდეგ ვწყვეტთ დიეტას, ვიმატებთ დაკლებულის ორჯერ მეტს, ეს უკვე არ მოგვწონს, ისევ თავიდან დიეტა, რასაც კატასროფამდე მიჰყავს ჩვენი ორგანიზმი.


სტატისტიკის მიხედვით 50 ადამიანიდან მხოლოდ 3 ადამიანი ინარჩუნებს სასურველ შედეგს. დიეტის დაცვის დროს, როდესაც ვშიმშილობთ, ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს შემდეგნაირად:


1) ვფიქრობთ რომ, კარგად მიდის დიეტის დაცვა, ეს ის დიეტაა რაც ჩვენ ორგანიზმს უნდა, მივალთ სასურველ შედეგამდე.


2)უკვე გვიჭირს დიეტის გაგრძელება, გვაწუხებს შიმშილი, თავბრუსხვევა, მხიარულების შეგრძნების დაკარგვა, გაღიზიანება, ქრონიკული დაღლა, ვიტამინების და მინერალების დაკარგვა.


3) 3–4 დღის შემდეგ ვწყვეტთ დიეტას, ვეღარ უმკლავდება ჩვენი ორგანიზმი მკაცრ დიეტას, ამის შემდეგ ვიმატებთ დაკლებულის ორჯერ მეტს. ვეცადოთ არ ჩავანაცვლოთ, პროდუქტები ერთმანეთს, არასწორად დამუშავებული პროდუქტი ვნებს ჩვენს ჯამრთელობას, აუცილებელია ვიტამინებით და რკინით გაჯერებული პროდუქტის მირთმევა. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც ფიქრობენ, თუ მის მეგობარს დიეტისგან შედეგი აქვს, ეს დიეტა მასზეც კარგად აისახება, აი, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა დიეტის დასაწყებად, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი ასაკი, სიმაღლე, წონა, დაავადებები და დარღვევები, გავიაროთ ექიმთან კონსულტაცია.


სხვადასხვა საიტიდან მოპოვებულმა დიეტებმა, ადვილად დასაცავმა და იაფმა, არ შეგვიყვანოს შეცდომაში, ეს იაფი დიეტებით დაზოგილი თანხა ისევ ჩვენს ჯამრთელობის დასაბრუნებლად არ დაგვჭირდეს, ნუ დაიცავთ დიეტას, რომელიც ერთფეროვან მენიუზეა შედგენილი, ნუ დაიცავთ დიეტას, სადაც მითითებულია, რომ კვირაში დაიკლებთ 5–6 კგ.


ეს არავინ იცის გარდა თქვენი ექიმის და თქვენი ორგანიზმისა, ასეთი დიეტები მიმზიდველად გვეჩვენება, გვიხარია, რომ რამდენიმე დღეში მივაღწევთ სასურველ შედეგს, ამ დროს კი ვკარგავთ დროს, ენერგიას და ჯამრთელობას, რომ ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში უგუნური და არასწორი დიეტის დროს ამისთვის ჩვენს ორგანიზმს არ გავწირავდით.


ყველაფერი მიმზიდველი კარგს არ ნიშნავს, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, გვიყვარდეს ჩვენი თავი ჯანმრთელი, მსუქანი თუ სუსტი, ამ სტატიაში დიეტის მხოლოდ უარყოფით მხარეზე ვისაუბრე, შემდეგ სტატიაში სწორი ცხოვრების წესზე და სწორად შერჩეულ დიეტაზე ვისაუბრებ.


გახსოვდეთ ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა!imageimage


0
351
10-ს მოსწონს
ავტორი:კიკო კოკი
კიკო კოკი
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0