x
image
ღიმილიანი
მამის წერილი - 11 დარიგება, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა შვილმა უნდა გაითვალისწინოს

image

ხვალ სკოლას ამთავრებ და ემზადები სხვა საფეხურზე გადასვლისთვის. ჩემთვის ეს სიურეალისტური მომენტია. როდესაც ვიხსენებ გასულ 18 წელს, ნათლად ვხედავ, რომ უკვე ბევრ რამეს მიაღწიე: როგორც ახალგაზრდა ბიჭმა, როგორც მსახიობმა და როგორც ადამიანმა.

შენი ძალისხმევა და ნიშნები ასახავს შენს ურყევ დამოკიდებულებას მიღწევებისადმი და გვიჩვენებს იმას, რომ საუკეთესოს მიღება გსურს ცხოვრებისაგან.

დღეს მე გიყურებდი, როდესაც მიდიოდი სკოლაში – შენი როგორ სკოლის მოსწავლის ბოლო დღე იყო – და ჩემი გონება გაივსო მოგონებებით. წარსულია, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ ვაშენებდით ციხე-სიმაგრეებს მისაღებ ოთახში, ან მაგიდაზე ლითონის კოვზების ჯახუნით ვაღვიძებდით დილაობით დედაშენსა და შენს დას. იმის მიუხედავად, რომ გაიზარდე, ჩვენს ერთად გატარებულ დროს მაინც არ მოაკლდა სიხალისე და მხიარულება.

ხვალ, გამოსაშვებ ცერემონიალზე, მე ისევ გიყურებ აუდიტორიიდან, სანამ შენ- პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით- შეაბიჯებ „შენი ცხოვრების ახალ თავში“. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვიქნები აუდიტორიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დისტანციიდან უყურებს შენს გამოსვლას, თუმცა ყოველთვის მხარს გიჭერს დასწრებითა და ყურადღებით.

შენ იღებ მართვის სადაავეებს შენი ცხოვრების მრავალფეროვან ასპექტებში და ამჯერად, მე შენი დახმარება არ შემიძლია. მაგრამ გაიღიმე, რადგანაც იწყებ ახალ „მოგზაურობას“. მე კი მსურს დაგიტოვო რამდენიმე „გასაღები“, რომლებსაც შენი დახმარება შეუძლიათ. ეს არის გაკვეთილები, რომლებიც უკვე ვისწავლე და ჯერ კიდევ ვსწავლობ. არ მოტყუვდე ჩემი ასაკით: სწავლა არასდროს არ მთავრდება, მე დღემდე ვერ შემიცვნია ყველა გაკვეთილი. და შენ, როდესაც ახალ ჭეშმარიტებას აღმოაჩენ, გთხოვ, გამიზიარო. მე ყოველთვის მჯერა, რომ მოსწავლე აღემატება მასწავლებელს.

ფულის განმარტება. შენ ეძებ პერსპექტივებს, რომლებსაც სჭირდება ფინანსები ამ სამყაროში. გევედრები, დაიმახსოვრო, რომ ფული არაა ის, რასაც შენ ფიქრობ. ფული არ არის ყველა პრობლემის გადაჭრის გზა; ფულით შეძენილი საგნები არაა მუდმივი, რადგანაც შეიძლება დაიკარგონ, მოიპარონ, გატყდნენ და ა.შ. ფული იძლევა თავისუფლებისა და მოქნილობის საშუალებას, შენთვის და შენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

შიში და დამარცხება. არ შეგეშინდეს მარცხის. შიში პარალიზებას გამოიწვევს და მისი კონტროლის ქვეშ მოექცევი. მათ, ვისაც დამარცხების ეშინია, ასევე წარმატება აშინებს. დაიმახსოვრე: შენ რაღაცას მოიგებ, და ასევე რაღაცას წააგებ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაკარგო შენი სახე და ყველას უბრალოდ ამისთვის ეყვარები.

სურვილები და მოთხოვნილებები. რა თქმა უნდა, შენ დაგჭირდება სამუშაო და ხელფასი. თუმცა არ დაკარგო მინიშნებები იმისა, თუ რა გსურს ნამდვილად ცხოვრებისგან. ივაჭრე შენი სურვილებით შენი მოთხოვნილებებისთვის. ხოლო როდესაც გაიზრდები, ინანებ მხოლოდ რამდენიმე მიღებულ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ ინანო ვერმიღებული გადაწყვეტილებები და დაკარგული შესაძლებლობები. არ იცხოვრო ფრაზით „რა მოხდება, თუ?“. ნაცვლად ამისა – არ დაკარგო შანსი.

გიყვარდეს ძლიერად. შენ არ შეგიძლია გააკონტროლო სხვა ადამიანებების ქმედებები და სიტყვები – მხოლოდ შენი თავის კონტროლი შეგიძლია. თუ გიყვარს ვიღაცა, გიყვარდეს მთელი გულით. არ დაიხიო უკან შიშის გამო. თუ დაიხევ, ვერასდროს გაიგებ, რა შეიძლება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება არ იმუშაოს, თუმცა არ მისცე შიშს შენ კონტროლის უფლება.

იყავი კეთილი. შენ არასდროს არ გეცოდინება, თუ რისი გამოვლა მოუწია სხვა ადამიანს. ამიტომ, გახსოვდეს, რომ უნდა იყო თანაგრძნობის უნარის მქონე.

გააკეთე ბევრი. ისწავლე, გაიზარდე, მიიღე გამოცდილება, შეიცვალე, მოირგე- და მერე ისევ შეიცვალე. გააკეთე იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლია და გამოსცადე ყველაფერი, რაც შეგიძლია. ცხოვრება არ იზომება იმით, თუ რა სწრაფად მიდიხარ დასასრულისკენ. ცხოვრება არის ის, თუ რამდენი ცოდნა, საქმე, გამოცდილება მიიღე და რას ფიქრობს ამ ყველაფერზე.

გაეცი. გაეცი შენი დრო, შენი ცოდნა, შენი ფული, შენი ძალისხმევა, შენი სიყვარული და შენი თავი. შენ ხარ საჩუქარი ამ სამყაროსთვის და უნდა გაუზიარო მას ყველაფერი.

ყოველთვის იოცნებე. არის დროს, როცა საჭიროა იყო რეალისტი, მაგრამ არა ოცნებების ხარჯზე. იოცნებე დიდ მიღწვებზე და გაედევნე იმას, რაც გსურს. არ მისცე არავის უფლება, გითხრას, რომ ოცნება ზედმეტად არარეალისტურია.

არ გაიზარდო. ცხოვრების ზოგ მომენტში, საჭიროა იყო ზრდასრული და მიიღო რთული გადაწყვეტილებები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იძულებული ხარ გაიზარდო. დარწმუნდი, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, მოქმედებ როგორც ბაშვი და ცხოვრება უფრო მხიარული იქნება.

იყავი მამაცი. როგორც ადამიანი, ბევრ ცვლილებას შეხვდები; ეს ნებისმიერ ჩვენგანს ემართება. შენ გახასიათებს ის, თუ როგორ რეაგირებ პრობლემებზე. შიში ჩვეულებრივი მდგომარეობაა. მთავარია, არ შეაჩერო წინსვლა.

იყავი შენ. არ მისცე არავის ნება, განსაზვროს ვინ ხარ შენ. შენ ხარ შეუდარებელი, აქტიური, მოხერხებული, არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, სიცოცხლით აღსავსე და მამაცი ჭაბუკი. როდესაც ისწავლი ახალ გაკვეთილებს, შენი პერსპექტივები გაიზრდება. დაიმახსოვრე, მხოლოდ შენ ირჩევ იმას, თუ ვინ ხარ, რისთვის იბრძვი და რისი გჯერა.

ბოლოს, საჭიროა იცოდე: მე ძალიან ვამაყობ შენით. ჩემი სიამაყე არაა ეგოისტური, ის დაკვირვებებს ეფუძნება. როგორც მამა, მე ვცდილობ გაჩვენო გზა და დაგაკვალიანო, თუმცა საბოლოო ჯამში, შენს გზას შენ ირჩევ. მომისმინე, გაიაზრე და შენ გააკეთებ ამას!

აჩვენე ყველას ვინ ხარ, დრიუ! შენ ახლა იწყებ. მე კი მოუთმენლად ველოდები იმას, თუ რა გაქვს მომზადებული ამ სამყაროსთვის!

მიყვარხარ,

მამა

0
155
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0