x
image
ღიმილიანი
მშობლების საყურადღებოდ - ეს ფრაზები არაფრის დიდებით არ უთხრათ თქვენს პატარებს!

image



ხშირად, მშობლებმა, რომ ბავშვები თავიდან მოიშორონ კონკრეტულ სიტუაციაში, მოუცლელობის გამო ანდა როცა საუბრობენ და პატარები აწყვეტინებენ, ეუბნებიან ისეთ ფრაზებს, რაც პატარასათვის საერთოდ არაფრის მთქმელია ანდა ისეთ ინფორმაციას აწვდიან, რომ ბავშვებს მოუსვენრობა უფრო მეტად იპყრობს და ფსიქოლოგიურად თრგუნავს.


გთავაზობთ ამ სიტყვების ჩამონათვალს, დაფიქრდით, შეიძლება თქვენი თავი

ამოიცნოთ.


ეცადეთ სტატიის წაკითხვის შემდეგ ამ ფრაზების გამოყენება მაქსიმალურად შეამციროთ, მაშ ასე, დავიწყოთ:


1. პატარას თხოვნებასე საპასუხოდ ეუბნებით სიტყვას - ვნახოთ


როდესაც მშობელი ბავშვის თხოვნაზე საპასუხოდ ამ სიტყვას ეუბნება, ძირითად შემთხვევაში ნიშნავს „არას“, მაგრამ ტოვებს ცრუ იმედს, ამიტომ პატარას მოლოდინი გრძელდება.

2.არა, ნიშნავს, რომ არა!


უარს მოყვება აზრს მოკლებული განმარტება და დიალოგის გაგრძელების დაბლოკვა, რაც ბავშვს ძალიან აღიზიანებს და ფსიქოლოგიურად თრგუნავს.


3.როგორ არ გრცხვენია?


(გაგრძელება: „ შენ ხომ უფროსი ხარ, შენ ხომ გოგო ხარ, შენ ხომ ბიჭი ხარ და ა.შ.)

თითქოს სირცხვილის გრძნობა დამოკიდებულია სქესზე ან ასაკზე.


4. ნუ იგონებ!


ამ დროს ბავშვი მშობლების მიმართ კარგავს ნდობას. მისი არ სჯერათ და ის ექცევა ყოველდღიური ლოგიკის ჩარჩოებში.

5. გაიზრდები და მიხვდები


მშობლის მხრიდან სიტუაციის ახსნის სრული უგულველყოფა. ბავშვს უჩნდება გრძნობა, რომ ის სწორედ ვერ აღიქვავს მოვლენებს.

0
386
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0