x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
რა არის ემოციური ინტელექტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

heart vs brain

ადამიანთა უმრავლესობა კარგად იცნობს IQ–ს – ეს არის ინტელექტის კოეფიციენტი, რომელიც ზომავს ადამიანთა ინტელექტს მრავალ სპეციალურ ტესტზე დაყრდნობით. რაც უფრო მაღალია IQ, მით უფრო კარგად აქვს ადამიანს განვითრებული კოგნიტური უნარები, უფრო ადვილად შეუძლია სწავლა და აზროვნება.

ჩვეულებრივ, მიიჩნევა, რომ ადამიანებს მაღალი IQ–თი შეუძლიათ მიაღწიონ უფრო მეტ წარამტებას აკადემიურ სფეროში ნაკლები ძალისხმევის გამოყენებით, ვიდრე IQ –ს დაბალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებს. შესაბამისად, მიიჩნეოდა, რომ მაღალი IQ–ს მქონე ადამიანები უფრო წარმატებულები იქნებიან სამსახურსა თუ ცხოვრებაში, თუმცა ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ეს ვარაუდი არასწორია. კვლევები ადასტურებს, რომ სამუშაოს შესრულების 58%–ზე პასუხისმგებელია ემოციური ინტელექტი და ის ინტელექტის კოეფიციენტზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

რა არის ემოციური ინტელექტი?

წარმატებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ინტელექტი (IQ), არამედ ემოციური ინტელექტიც (EI ან EQ), რომელიც თანამედროვე კონცეპტია და ის საბოლოოდ 1990–იან წლებში ჩამოყალიბდა დენიელ გოლმენის მიერ.

ემოციური ინტელექტი არის ინდივიდუალური შესაძლებლობების საზომი, რომ გავაცნობიეროთ და ვმართოთ ჩვენი და სხვა ადამიანების ემოციები. თავდაპირველად მას მოიხსენიებდნენ, როგროც „სოციალურ ინტელექტს“ ან „ემოციურ ძალას“.

მიუხედავად ამისა, ემოციური ინტელექტის რაოდენობრივად გაზმოვა, IQ–სგან განსხვავებით, ძალიან რთულია და სწორედ მისი გაზომვის სირთულის გამო, მას დიდი ხნის განმავლობაში არ ეთმობოდა სათანადო ყურადღება.

ემოციური ინტელექტი მოიცავს ინდივიდის რამდენიმე სხვადასხვა შეასძლებლობას:

  • თვითგაცნობიერება (ჩვენი ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. შესაძლებლობა, რომ გავაცნობიეროთ და გავიგოთ ჩვენი ქცევები და ემოციები.)
  • თვითრეგულაცია (საკუთარი ემოციებისა და რეაქციების გაკონტროლება.)
  • თვითმოტივირება (მოტივაცია, რომ ვიმოქმედოთ საკუთარი მიზნების მისაღწევად.)
  • ემპათია („თანაგანცდა“, ჩვენი შესაძლებლობა, რომ ვიგრძნოთ, რას გრძნობენ სხვები, გავიგოთ მათი ემოციები და უფრო ეფექტურად დავუკავშირდეთ მათ).
  • ურთიერთდამოკიდებულება (ურთიერთობების შექმნისა და შენარჩუნების შესაძლებლობა კონფლიქტის აცილება და სხვებთან ერთად მუშაობა).

image

რატომ არის ემოციური ინტელექტი მნშვნელოვანი?

EQ არ არის IQ–ს „მტერი“ – შესაძლებელია, რომ ადამიანს მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეს ორივეს მიხედვით. თუმცა ცხოვრება სოციალური კონსტრუქტია და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ შეუძლია სხვა ადამიანების გარემოში ფუნქციონირება, საეჭვო იქნება მისი ინტელექტუალურად ფუნქციონირებაც. როგორც თეოდორ რუზველტი ამბობდა: „არავის აინტერესებს რამდენი იცი, მანამდე, სანამ გაიგებენ, რამდენს გრძნობ“. შესაბამისად, მიიჩევა, რომ ემოციური ინტელექტი არის „ადამიანად ყოფნის“ არსი.

ემოციური ინტელექტი გვეხმარება მრავალ რამეში: პასუხისმგებელია ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთლობასა და კეთილდღეობაზე, გვეხმარება ეფექტური კომუნიკაციის დამყარებასა და მართვაში და ის არის ჩვენი „ფარი“, როცა საქმე ეხება კონფილქტებსა და რთულ სიტუაციებს. სწორედ ემოციურ ინტელექტს შეუძლია ჩვენი მიყვანა წარმატებამდე.

რატომ არის ემოციური ინტელექტი მნშვნელოვანი სამუშო ადგილზე?

ემოციური ინტელექტი კარიერაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. პირველ რიგში, სამუშაო ადგილი არის სოციალური გარემო. სწორედ აქ ხვდება ერთმანეთს განსხვავებული პიროვნული თვისებები, უნარები, შესაძლებლობები და ემოციები. ადამიანებს მაღალი EQ–თი ადვილად შეუძლიათ გუნდური მუშაობა, ზრუნავენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების წარმატებაზეც და შესაბამისად, ისინი უფრო ეფექტურად ასრულებენ სამუშაოს. ანალოგიურად, დაბალი EQ შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს სამსახურში. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს შეიძლება გამომჟღავნდეს ბულინგში, შევიწროებასა და მომსახურე პერსონალის დემოტივაციაში. ადამიანებს დაბალი ემოციური ინტელექტით ახასიათებთ ქედმაღლობა, აგრესია და არასტაბილურობა და შესაბამისად, ის საშიშია ნებისმიერ სამუშაო ადგილზე.

სწორედ ამიტომ, ემოციური ინტელექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა სამსახურში კანდიდატების შერჩევაში და მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება მისი რაოდენობრივად დადგენა, არსებობს ფსიქომეტრული ტესტები, რომლებიც ადგენს ემოციურ ინტელექტს, თუმცა ის ბევრად უფრო ადვილად მჟღავნდება მოქმედებაში. სწორედ ამიტომ, შერჩევამდე ხშირად ტარდება ინტერვიუები ემოციური ინტელექტის დასადგენად.

image

შეიძლება თუ არა ემოციური ინტელექტის ცვლილება?

IQ–სგან განსხვავებით, რომელიც მყარად არის შენარჩუნებული მთელი ცხოვრების განმავლობაში, EQ იცვლება. შესაძლებელია ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ თქვენს კარიერაზე, არამედ ზოგად კეთილდღობასა და ბედნიერებაზეც. მომდევნო ნაბიჯებს შეუძლია გაზარდოს თქვენი ემოციური ინტელექტი:

  • დააკვირდით საკუთარ თავს – ხშირად ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ საკუთარ ემოციებს. თუმცა თუ თქვენ შეეცდებით ჩაახშოთ ემოციები, ან არ მიაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რას გეუბნებიან თქვენი ემოციები, მათ ვერ გამოიყენებთ ეფექტურად.
  • იმოქმედეთ შეგნებულად და არა ავტომატურად – იმ შემთხვევაში, თუ ცნობიერად მოახდენთ რეაგირებას ამა თუ იმ სიტუაციაზე და დააკვირდებით ემოციებს, უფრო პოზიტიურად შეძლებთ მათ გამოყენებას. მაგალითად, უბრალოდ უკან დახევა, როცა გრძნობთ ბრაზს, არის პოზიტიური მოქმედება.
  • ნუ მიანიჭებთ საკუთარ თავს ან სხვას ზემდეტ მნიშვნელობას – არ აქვს მნიშნველობა ვინ რა პოზიციას იკავებს საზოგადოებაში, ყველას აქვს თავისი თანდაყოლილი ღირსება. შესაბამისად, საკუთარ თავზე უნდა იფიქროთ, როგორც არც სხვაზე უკეთეს და არც უარეს პიროვნებაზე.

ემოციური ინტელექტის გაუმჯობესებით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ხართ უფრო მეტად პროდუქტული და უფრო ეფექტურად შეგიძლიათ ურთიერთობების წარმართვა. ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ის განსაზღვრვს, თუ ვინ ვართ ჩვენ და გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე.

1
465
2-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
465
  
2018, 16 თებერვალი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1