x
მეტი
  • 18.08.2018
  • სტატია:79547
  • ვიდეო:332293
  • სურათი:436800
9 თებერვალს სოხუმში "ბაგრამიანის ბატალიონის" 25 წლისთავი აღნიშნეს

9 თებარვალს ვლადისლავ არძინბას სახელობის ბრძოლის სახელმწიფო მუზეუმში, ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის შექმნის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა.

ბატალიონი 1993 წლის 9 თებერვალს შეიქმნა მის მეთაურად ვაგაშარ კოსაიანი დაინიშნა და ამავე წლის მარტიდან აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ბატალიონის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ რუსები, ყაბარდოელები და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული "ბოევიკები"

იუბილეს დაესწრო აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა რომელმაც თავის სიტყვაში აღნიშნა: " ღონისძიება რომელიც დღეს იმართება აფხაზეთის სახელმწიფოს დამფუძნებლის სახელობის საბრძოლო დიდების მუზეუმში, პატრიოტულ ომში გამარჯვების ფარგლებში ტარდება, ჩვენი ერთიანობა გამარჯვების გარანტი გახდა და აღნიშნული ღონისძიება სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია"

ამავე ცერემონიაზე ნაჩვენები იყო ფილმი რომელშიც ასახული იყო "ბაგრამიანის ბატალიონის" საბრძოლო ქრონიკა ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადიმერ ზანთარიამ და ჟურნალისტმა მანანა კოკოსკირმა.(საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ვურჩევდი დაინტერესდნენ აღნიშნული ფილმით რადგან მასში ბევრი დოკუმენტალური მასალაა გამოყენებული და რა იცით რა დროს რაში გამოგადეგთ)

იუბილეს "იუმორის " გარეშეც არ ჩაუვლია ბატალიონის მედდამ ზირაფინა ძიაბშმამ გაიხსენა: იყო სახალისო მომენტებიც ომის დროს, მაგალითად ერთ ღამეს პოზიციაზე რაღაც გაურკვეველი ჩრდილის მოძრაობა შევნიშნე მეგონა მტერი გვიახლოვდებოდა და დაუყოვნებლივ მეთაურს მოვახსენე მაგრამ ჩრდილი იმდენად პატარა იყო რომ გადავწყვიტე თვითონ მოუვლიდი და ავტომატის ჯერი მიუშვი, როდესაც გათენდა მეომრებმა მკვდარი მაიმუნი იპოვნეს.

ბაგრამიანის ბატალიონიბაგრამიანის ბატალიონი

პ.ს ჩემგან ერთი მინდა დავამატო არ ხართ თქვენ ის ბატალიონი ქართველების წინააღმდეგ, რომ იბრძოლოთ მაიმუნების წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონი ხართ თქვენ!


1
51
1-ს მოსწონს
ავტორი:კომას
კომას
51
  
14 თებერვალი, 10:48
არსებობს ბევრი თქმულება ამ ბატალიონის მებრძოლებზე. ზოგი ალბათ გადამეტებულია,მაგრამ სიმართლეც. ჩემი მეგობრებმა თავის თავზე იწვნიეს 2008 წელს მათთან შებრძოლება. ისინი ახასიათებენ მათ,როგორც კარგად გაწვრთნილი და ორგანიზებულ ქვედანაყოფად. ამიტომ მათი დაუფასებლობა არამც და არამც არ შეილება. ქართველებმა იციან მათ შესახებ და არავითარი დოკუმენტური ფილმები და შელამაზებული კადრები არ სჭირდებათ,რადგან არაერთხელ გადაყრიან აქვთ მათთან ბრძოლის გამოცდილება. რაც შეხება იმას,რომ ისინი მაიმუნებთან მებრძოლები არიან და ა.შ. ნებით თუ უნებლიეთ ქართველი ჯარისკაცები მაიმუნებათ მოიხსენიეთ და არ მგონია კარგი ეს. საერთოდ, მიჩნეულია,რომ ბრძოლაში წარმატება დამოკიდებულია სწორ შეფასებაზე და მოწინაღმდეგეს დაფასებაზე. ეს ბატალიონი დაკომპლექტებულია ვაჟკაცი ბიჭებით და მათ აქვთ თავისი მიზანი. ის,რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი არიან არ გვაძლევს იმის უფლება შეურაწყოფა მივაყენოთ მათ პროფესიონალიზმს. ვაჟასი არიყოს:ამბობთ კაცნი ჩვენა ვართ და მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი. აქედან გამომდინარე ისინიც იმსახურებენ პატივისცემას და დაფასებას. როგორც ვთქვი, მათ აქვთ თავისი მიზანი და ეს არ ნიშნავს,რომ ვინმეს მათი ეშინია ან რაიმე მსგავსი. ყველა ქართველი ჯარისკაცი მტერს პატივს სცემს და ეს მათ არ აკნინებს,პირიქით უფრო აღმატებულს ხდის,იმიტომ რომ მათ იციან ვაჟკაცების დაფასება. გაიხსენე ტორნიკე ერისთავი და მისი საქციელი მტრის ჯარისკაცების მიმართ ან დიდი დავით აღმაშენებელი,რომელმაც იცოდა ყურანი და მეჩეთშიც დადიოდა. მაგიტომაც მოაწყო ბრძოლაი საკვირველი და იმიტომაც დაიბრუნა თბილისი და გაერთიანა საქართველო. დიდი ხნის არაბთა ხელში მყოფი თბილისი და საქართველოს ტერიტორია და მისი საზღვრები განამტკიცა. ცნობილია ასევე ფაქტი,რომელიც ადასტურებს ნადირ შაჰის პატივისცემას ერეკლე მეორე მიმართ, შაჰ-აბასიც დიდ პატივს სცემდა გიორგი სააკაძეს,ფარსმანს რომის იმპერეტორი მეორე საუკუნეში და მარტო რათ ღირს ცოტნე დადიანის გმირობის ამბავი და კოხტასთან შეთქმულების გადარჩენის ამბავი, კოჭლი თემურიც უდიდეს პატივს სცემდა ქართველ მებრძოლებს. მიუხედავად იმისა,რომ ისინი ერთმანეთის მტრები იყვნენ და ყველა ღონეს ხმარობდნენ ერთმანეთის გასანადგურებლად, არ კარგავდნენ პატ
0 1 1