x
მეტი
  • 25.05.2018
  • სტატია:77321
  • ვიდეო:330044
  • სურათი:433432
ემუქრება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და რა რისკებს შეიცავს ემიგრაციული პროცესის ასეთი მასშტაბი?

2016 წელი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. 1 ივნისიდან საქართველოსთვის ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია შენგენის ქვეყნებში, რითაც ქართველ ერს გაუმარტივდა ევროპაში გადაადგილება. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ქართველ ემიგრანტთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება.

image

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი, ეხმიანება მასობრივ იმიგრაციას და გვთავაზობს ვრცელ სტატიას ჯგუფში "ემიგრაცია საქართველოში": "2017 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, 2016 წელთან შედარებით, 35%-ით გაზრდილია.
2017 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფარი 10, 455 საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, ხოლო 2016 წელს – 7, 555-მა. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რიცხოვნობას თვეების მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება: იანვარი – 616, თებერვალი – 635, მარტი – 753, აპრილი – 634, მაისი – 818, ივნისი – 781, ივლისი – 798, აგვისტო – 788, სექტემბერი – 808, ოქტომბერი – 1 062, ნოემბერი – 1 297, დეკემბერი – 1 465 მოქალაქე.
ემუქრება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და რა რისკებს შეიცავს ემიგრაციული პროცესის ასეთი მასშტაბი?
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ უვიზო რეჟიმს, ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე სკეპტიკურად საფრანგეთი და გერმანია უყურებდა, ბუნებრივია უნდა ვივარაუდოთ რომ ამ ქვეყნების მიერ ახლო მომავალში აუცილებლად გაჩნდება საფუძვლიანი პრეტენზიები, რადგან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლების 35%-დან 27 % სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.
ჩვენ ერთხელ უკვე მივიღეთ ირიბი გაფრთხილება სადაც ევროკავშირმა ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველო ამ მხრივ ვერ ასრულებს ნაკისრ მოვალეობას და თუ ემიგრაციული ნაკადი არ შემცირდება აუცილებლად აამოქმედებენ სწრაფი შეჩერების მექანიზმს.
საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მიეთითა, ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ევროპის ტერიტორიაზე მყოფი არალეგალების დეპორტაციას, რომლის ხარჯებიც ნაკისრი ვალდებულებით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტით უნდა განხორციელდეს.
ევროკომისიამ მიმდინარეს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ემიგრანტების საქმის დაჩქარებული ფორმით განხილვაზე და მათ დაუყონებლივ დაბრუნებაზე წარმოშობის ქვეყანაში.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, დეპორტაციების ტალღა სავარაუდოდ მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება.
არაოფიციალური მონაცემებით პოლიტიკურ თავშესაფრის მომთხოვნთა 95%-ს უქრი ეთქვათ განაცხადის დაკმაყოფილებაზე. გამონაკლისია სუფსიდიით მიღებული დროებითი 1 წლიანი ცხოვრების უფლებით გაცემული პოზიტივები.
სამწუხაროა ის ფაქტიც რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ უწარმოებია აქტიური მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებთან შრომითი მიგრაციის საკითხებზე, მიუხედავად იმისა რომ ნორმატიულ კვოტებზე არა ერთმა სახელმწიფომ გამოთქვა მზადყოფნა.
ათი ათასობით არალეგალური მიგრანტის სამშობლოში დაბრუნება, პირველ რიგში თავდ ხელისუფლებისთვის შეიცავს საფრთხეს. პირველ რიგში ეს სერიოზულად დაარტყამს ქვეყნის ბიუჯეტს და მეორე - გაიზრდება მათი მოწინააღმდეგეთა რიცხვი"

image

22
63
7-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
63
  
10 თებერვალი, 18:00
მადლობა, თქვენც ასევე.
10 თებერვალი, 16:23
წარმატებები :)
10 თებერვალი, 15:29
ლამის ნახევარი საუკუნე ვუყურე განუკითხაობას და საინტერესოა, კიდევ რა დროა საჭირო? ვერ დავჯდები უმოქმედოთ და ვერ დაველოდები იმას, რომ 5-10 წელში რაიმდე შეიცვლება, ვიცი ასე არ იქნება. დრო იმდენად ძვირფასია და მალე გადის, სჯობს ვიმოქმედო.
10 თებერვალი, 9:26
მეც აღარ ვმუშაობ,იმიტომ კი არა რომ არ შემიძლია ან ახლობელი არ მყავს,რომელიც დამასაქმებს,უბრალოდ არ ვაკეთებ იმას,რაც უსამართლოდ მიმაჩნია. სამსახურიდან კი წამოვედი იმის გამო,რომ 26 კაცი გათავისუფლეს და მე არ ვიყავი იმ 26 ადამიანში. იმდენად უსამართლოდ მოახდინეს მათი გაშვება,რომ ვერ მოვითმინე. შემცირებები ხდება,როცა რაიმე პრობლემაა და ლარის კურსის ცვალებადობამ გამოიწვია მათი გათავისუფლება. მიზეზად უთხრეს:4 წლის წინ ორგანიაზაციამ დაისახა მიზნები,რომლებიც არ შესრულდა და ამის გამო უნდა გაუშვათ ეს 26 ადამიანი სახლში. 26 ადამიანიდან ნახევარზე მეტი 2-3 წლის მისულები იყვნენ ამ ორგანიზაციაში და ვერანაირად იქნებოდნენ იმ მიზნებში,რომელიც 4 წლის წინ დაისახეს. მე ვუთხარი:საერთოდ,როდესაც ხარვეზია,კონტროლინგი იწყებს გამოკვლევას ვისი ბრალია და პირველად ამოწმებს რა დაიგეგმა,მერე ვინ გაუწია ორგანიზება დაგეგმილს და ბოლოს შესრულებას ამოწმებს. შესრუების პრობლემა დაინახეს,რადგან 26 ქვედა დონეზე იყვნენ. როგორც უკვე გითხარით ნახევარზე მეტი უბრალოდ არ იყვნენ მაშინ ამ ორგანიზაციაში. კითხვაზე,რატომ არ მოხდა ზედა დონეების გაშვება ან რატო გგონიათ,რომ ზედა დონე არაა დამნაშავე,ბუნდოვანი პასუხი მივიღე. მაშინვე დავწერე განცხადება და წამოვედი. ჩემს თანამშრომლებს მოვუწოდე იგევეს გაკეთება და მიპასუხეს,რომ მათ ოჯახები ყავდათ. მე ხო წერომ მომიყვანა და ჩამომაგდოთქო ვუპასუხე. რა მოხდა შემდეგ,ყველა ვისაც მაშინ ვეუბნებოდი დაიფრინეს სამსახურიდან. რაც შეხება სამართალს ეგ სიტყვა ხმარებიდან ამოვიღე უკვე დიდი ხანია და კითხვაზე გვეშველება თუ არა რამე გიპასუხებთ,რომ აუცილებლად გვეშველება. უბრალოდ უნდა მოვიშოროთ კომუნისტური აზროვნება და ადამიანები. უბრალოდ ამას დრო სჭირდება
10 თებერვალი, 0:02
აბა მე სხვა რა ვთქვი? სად გვაქვს ერთობა და თავის გატანა? ვინ ამოიღოს ხმა, გეკითხებით, ვინ?!! ვინც ამოიღო, პაპაჩემის პაპის გზას გაუყენეს. მხოლოდ ტყავის გადარჩენაზეა ერი გადასული, ან გაქცევაზე, სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ, არ იქნები მონა და მოითხოვ პატივისცემას, უსწორო სტადნარტების გადახილვას და შესწორებას, ან ხელფასის გაზრდას და გეუბნებიან გზა ხსნილია, წადი თუ არ გინდა, სხვა მოვა. სადაა სამართალი, იქნებ მიმასწავლოთ?! მივაკითხავდი სიამოვნებით, მაგრამ დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანი, რაც სამართალი მშიერი დახეტიალობს. არ იქცევი მონად და იქცევი მათხოვრად, მიუსაფარად. 400-600 ლარიანი ხელფასით და 100 ლარიანი პენსიით რა გინდა ქნა? ისიც გადასახადებში მიდის, რომელიც ხელოვნურად გაზარდეს და ექიმებში, რომელიც ასევე ხელოვნური გზით გამოწვეული მიზეზებით გჭირდება ადამიანს. (კონკრეტულად მე თუ მომმართავთ, სამუწხაროდ უმუშევარი ვარ, იმიტომ, რომ ჩემი პროფესის განხრით ვერ დავიწყე ვერსად მუშაობა იმის გამო, რომ შესაბამის სტრუქტურებში არ მყავს კლასელები და ბიძაშვლ-მამიდაშვილ-მეზობლები დასაქმებული, სულ ასე პასუხობდნენ ჩემს ვაკანსიას-
"ახალბედა არ გვინდა". თუ ვერ ვიმუსავე ვერასდროს, გამოცდილებას როგორ შევიძენდი? დავამთავრე წითელ დიპლომზე, მაგრამ ზოგჯერ მტვერს თუ გადავწმენდ. არაპროფესიული განხრით კი რაღაც გიჟური და წარმოუდგენელი გრაფიკით ხან 8 ლარზე და ხან 11 ლარზე 5-6 სამსახური გამოვიცვალე) სხვა ყველაფერთან ერთად ადამიანს იღბალიც გინდა, ასე დავასკვენი.
9 თებერვალი, 23:36
დიდი მნიშვნელი არ აქვს ამ უვიზო მიმოსვლას,რადგან ადრე თუ გვიან ყველა ხვდებოდა,რომ გააუქმებდნენ ისევ. უბრალოდ ადრეა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა. იქ დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროა. ქართველები ხამები,ჩუნგაჩანგები,გაუნათლებლები,მშიერები,დაჩლუნგებული და გაუბედურებული ვართ დღესდღეობით. აქ ხომ ქალებს ისევ ცემენ ქმრები,აქ ხომ ბავშვებზე ისევ ძალადობენ,აქ ხომ მარიხუანის გამო 8 წელია ციხე და მკლელობისთვის 5,აქ ხომ ყუშიტაშვილივით პრივილიგირებული ხალხი და ღატაკი ადამიანები ცხოვრობენ,აქ ხომ ვერ გაურკვევიათ ვინ მტერი და ვინ მოყვარეა, აქ ხომ ქვეყანას ადამიანები მართავენ და არა კანონები. მავანს ეგონება ქართველთმოძულე ვარ და მაგიტო დავახასიათე დღევანდელი საქართველო თავისი ნატურით მარა ხომ გაგიგიათ ბრიყვნი ამბობენ და მართალი კაცი მაშინვე სცნობს,რომ ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია
9 თებერვალი, 23:24
არ დადგეთ მერე თავდაყირა და არ იქცეთ მონად. ეხლა არ მითხრათ რა უნდა ვქნა ოჯახი მყავს სარჩენიო და ა.შ. უბრალოდ ქართველები,როცა ვისწავლით ერთმანეთის დაფასებას და გატანას მაშინ გვეშველება. როცა ერთს აქვს პრობლემა მეორე ჩუნდება და ის ავიწყდება,რომ იგივე პრობლემის წინაშე თვითონაც დადგებიან. ერთ მაგალითს მოგიყვანთ:როცა პირველ სამსახურში მივედი, ერთი ტრენერი იყო აზარბაიჯანელი და მან მომთხოვა რუსულად საუბარი. მიუხედავათ იმისა,რომ რუსული კარგად ვიცი უარი განვაცხადე რუსულად საუბარზე. ტრენინგი დამატოვებინეს და ქართველებმა დამცინეს იმის გამო,რომ თურმე რუსული არ ვიცოდი.არადა ვუთხარი,რომ იმიტომ არ ვილაპარაკებდი რუსულად,რომ საქართველოს ტერიტორიააა და ოკუპანტის ენაზე არ ვისაბრებდი. აი ასეთი "შემეტენე" ერი ვართ თანამედროვე ქართველები და ნუ გიკვირთ სიტუაცია,რომლის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებთ. მე ვარ ის ადამიანი ვისაც ბევრჯერ დაცინეს იმის გამო,რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს და არ მგონია ეხლა რამე შეიცვალოს ახლო მომავალში. რასაც იმსახურებს საზოგადოება იმასაც იმკის. ათასობით მშიერი ადამიანია ქვეყანაში,რამხელა პრემიებს იღებენ ჩინოვნიკები და ნაცების პატიმრობაზე მიდის საუბარი და ბესო როგორ გახდა კესო,შემდეგ არჩევნებზე თუ ვინმე მიდის ისიც პენსია/სოც დახმარებას დახამებული და ახალგაზრდა თაობა არაფერს აკეთებს და სელფს ხომ იღებს რაც მთავარია. გირჩის არ იყოს იმიტომ გვაქვს ბებიაჩვენის და ბაბუაჩვენის
9 თებერვალი, 20:28
ლეელ :* შენსკენაც.
9 თებერვალი, 20:26
ღმერთი შენსკენ
9 თებერვალი, 20:24
მაგის იმედი მაქვს და ამიტომ ვფიქრობ სხვა გზებს მივმართო.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10