x
მეტი
  • 19.02.2018
  • სტატია:74250
  • ვიდეო:327115
  • სურათი:430486
ბალახების ნაყენით მოვლილი ყურძენი ბევრად უფრო გემრიელი და სუფთაა - გიორგი ალადაშვილის რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა

imageშპს "Irricult", რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. კომპანიის დამფუძენებლი და ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი ბიოდინამიურ მევენახეობას საქართველოში 2014 წლიდან ეწევა. მეწარმე ვენახს შევიცარიაშიც უვლის და საქართველოშიც. გიორგი ალადაშვილს ვენახი 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული, თუმცა, სამომავლოდ, დაგეგმილია ვენახის 5 ჰექტრამდე გაზრდა.

კომპანიის საქმიანობა გამორჩეულია იმით, რომ მეწარმე ვენახის წარმოებას ბიოდინამიური მეთოდებით ახდენს. ყურძენს კი ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მუხის ქერქის, ტირიფის, ჭინჭრის, ჯორისძუას, ხახვის ფოჩების, შროშანის და შრატის ნადუღით წამლის, გამწევი ტექნიკის საქმეს კი ცხენი აკეთებს. მიღებულ მოსავალს მეწარმე ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებს.

imageმეწარმე ვაზის მოვლის დროს აგროქიმიკატებს არ იყენებს. მისი განმარტებით, პესტიციდები დროთა განმავლობაში ვაზს აზიანებს, ღვინოს გემოს უკარგავს და მიწას აბინძურებს. როგორც გიორგი ალადაშვილი აცხადებს, მიწის ბიოდინამიური დამუშავება შვეიცარიაში ყოფნის დროს ისწავლა. თუმცა ამ მეთოდს ადრე ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ, დღეს ეს მეთოდი თანამედროვე ინდუსტრიამ გადათელა. საქართველოში დაბრუნებულმა სოფელ რუისპირში წინაპრების დატოვებული მიწა დაამუშავა და ვენახი გააშენა.

განაგრძეთ კითხვა


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0