x
მეტი
  • 12.12.2017
  • სტატია:71846
  • ვიდეო:325011
  • სურათი:427179
რას წერდა ილია ჭავჭავაძე ღვინის დაწმენდაზე და გადაღებაზე

image

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თუ რას წერდა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე ღვინის ფალსიფიკაციაზე, ასევე ღვინის კახურად დაყენების სიკეთეებზე. ამჯერად allwine.ge-ს მკითხველს ვთავაზობთ მწერლის მოსაზრებებს ღვინის დაწმენდის, გადაღებისა და ზოგადად მოსავლის საიდუმლოებებზე.

image

წვენი ყურძნისა, თბილ დღეში დაკრეფილისა, დაწურვილისა, თითქმის მაშინვე მოჰყვება დუღილსა და ერთის დღისა თუ დღენახევრის განმავლობაში ჰმატულობს იმისდაგვარად, რამოდენა სითბოა მარანში. თვითონ დუღილი ათბობს წვენს ზოგჯერ რეუმურის ტერმომეტრის 280-დან, მაგრამ დუღილმა რომ თავის რიგზედ იმუშავოს, საჭიროა წვენის სითბო 220-230- მდე მაინც ავიდეს. თუ 290- ს გადასცილდა სითბო, მაშინ შაქრის ალკოგოლად გადაქცევას ხელი ეშლება და თვით ალკოგოლიც ცხარე დუღილში ნახშირმჟავეს გასდევს. შაქრის ალკოგოლად გადაქცევაშია უმთავრესი და უპირველესი მნიშვნელობა დუღილისა.

image

დუღილის ხანგრძლიობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რაოდენი შაქარი აქვს წვენს და რამოდენად თბილა, ამის გამო ზოგან დიდხანს ჰდუღს ღვინოები. ზოგან არა, ასე რომ სულ ნაკლები ოთხი დღეა, და მეტი ორ კვირას ძნელად გადასცილდება. ხანი დუღილისა ორთა შუად მიღებულია რვა დღიდგან ხუთმეტ დღემდე. კაცი ადვილად შეატყობს, როცა დუღილი გათავდება ხოლმე. დუღილის გათავების თავის დროზედ შეტყობას თავის მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობა ჩვენებურმა კაცმაც იცის, ისე როგორც ევროპიელმა იხილეთ მეტი

0
305
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0