x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რას წერდა სტრაბონი პირენეის იბერიული ტომების მეღვინეობასა და ღვინოსთან დაკავშირებულ ტრადიციებზე

image

გამოჩენილი ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი თავის უნკალურ ნაშრომში "გეოგრაფიაში“ პირველი საუკუნის პირენეს ნახევარკუნძელზე (იგივე იბერია) და იბერიულ ტომებზე მოგვითხრობს, რომლებიც, თხზულების მიხედვით, ყოფა-ცხოვრებითა და ცივილიზაციის დონით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ, თუმცა საერთო თვისებებიც ჰქონდათ: თავისუფლების სიყვარული, ვაჟკაცობა, მოყვასისადმი ერთგულება, მტრის სიძულვილი... აღსანიშნავია რომ, თხზულებაში სტრაბონი ამ ხალხებში ღვინისა და მეღვინეობის ცოდნასა და ტრადიციებზეც ბევრს საუბრობს.

სტრაბონის ცნობით, ბუნებრივად მდიდარ ტურდეტანიაში დიდძალი პროდუქცია იქმნებოდა, რომელიც ხომალდებით სხვადასხვა ქვეყანაში გაჰქონდათ. დიდი რაოდენობით პური, ღვინო, არაჩვეულებრივი ხარისხის ზეთისხილი, ცვილი, თაფლი, ფისი, კერმესი, კინოვარი.... - აი არასრული ნუსხა თხზულებაში ჩამოთვლილი ტურდეტანული საექსპორტო საქონლისა. მათი ხომალდები ადგილობრივი ტყის მასალისაგან მზადდებოდა. აქვე სტრაბონი მოიხსენიებს იქაურ თეთრ ღვინოს, რომელიც თურმე პონტოსას არ ჩამოუვარდებოდა. თხზულების მიხედვით, ტურდეტანელები მრავალნაირ ღვინოს ამზადებდნენ, განსაკუთრებით კი წითელ ღვინოებს.

განაგრძეთ კითხვა

0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0