x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
„მაგარი ამბავი თუ გინდა, ესაა“ - ნათია ზამბახიძე რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელად
image


ჟურნალისტ ნათია ზამბახიძეს რადიო „თავისუფლების“ ქართული ბიუროს ხელმძღვანელობა სურს. ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და განაცხადი უკვე შეიტანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის თანახმად, ნათია ზამბახიძე ამჟამად აშშ-ში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებს. საელჩოში მუშაობამდე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი იყო. ზამბახიძემ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელევიზია მალევე დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.


რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს პრობლემები ბოლო დღეებში შეექმნა. მისი ხელმძღვანელი გაათავისუფლეს, რის გამოც თანამდებობებს სხვა თანამშრომლებიც ტოვებენ. ხელმძღვანელის პოსტზე კი კონკურსი გამოცხადდა.


ინფორმაციას რუსთავის2-ის გენერალური დირექტრი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მაგარი ამბავი უწოდა.



„აი, მაგარი ამბავი თუ გინდა, ესაა! ძალიან ვგულშემატკივრობ ძალიან მაგარ ჟურნალისტს და გოგოს!, “- წერს გვარამია.


25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე. 31 იანვარს კი რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა.


image

0
755
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
755
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0