x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83630
  • ვიდეო:334424
  • სურათი:441608
როგორ გამოვიმუშაოთ ფული YouTube-ზე

image


იუთუბი არის დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვიდეო პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიმუშაოთ თანხა სახლიდან გაუსვლელად, თუკი გვაქვს ვიდეო ედითინგის ან კამერასთან მუშაობის სულ ცოტაოდენი გამოცდილება. J

მოტივაციისთვის გეტყვით რომ საქართველოში საბენდიეროდ გვყავს ისეთი შემქნელები (creators) რომელთა აუდიენცია კარგა ხანია გადაცდა 1 მილიონ გამომწერს და ყოველდღიურად ახდენენ შემოსული ტრაფიკის მონეტიზირებას (კონეტნტზე რეკლამის გამოჩენის უფლება) . თუმცა სანამ ამ შედეგებამდე მივალთ საჭიროა მუდმივად განვითარება, იუთუბის ცვალებად ალგორითან, წესებთან ადაპტაცია რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო უსიამოვნო შედეგები აღნიშნული პლატფორმისგან. როგორც მე ერთ დროს დავუშვი ეს შეცდომა.

იმისათვის რომ შევძლოთ იუთუბით თანხის გამომუშავება საჭიროა ვაკმაყოფილებდეთ რამდენიმე მოთხოვნას:

  • გვქონდეს Youtube Channel სადაც ავტვირთავთ ჩვენს მიერ შექმნილ კონტენტს.
  • შევქმნათ ან მოვიძიოთ კონტენტი, რომელსაც ჩვენს მომავალ მნახველებს გავუზიარებთ.
  • გვქონდეს Google Adsense ანგარიში (როემლსაც დავუკავშირებთ ჩვენს YouTube ანგარიშს და მონეტიზაციის ჩართვის/ტრაფიკის მიღების შემდეგ გამომუშავებულ თანხის მიღებას შევძლებთ.


სანამ უშუალოდ თანხის გამომუშავების გზებზე გადავალთ საჭიროა ვიცოდეთ წესები, რომელთა დარღვევა გამოიწვევს დაყწებული გაფთხილებით დამთავრებული არხის (Channel) ის სამუდამო დახურვით სავალალო შედეგებს. ამიტომ სანამ დაიწყებთ ვიდეოს შექმნას, გადაღებას, მონტაჟს საჭიროა ვიცოდეთ რისი ატვირთვა ან არ ატვირთვა შეიძლება იუთუბის პლატფორმაზე. იხილეთ ჩემი საკუთარი სქრინი, რომელზეც წესების დარღვევის გამო გათიშული მაქვს მონეტიზაცია და დღემდე ვერ ვახდენ ნახვების მონეტიზირებას. (

წესების და ზოგადი პრინციპების გაცნობის შემდეგ, სანამ ვიდეოს გამოაქვეყნებთ, უპრიანი არ იქნება ვიცოდეთ თუ როგორ მუშაობს დღეს YouTube SEO (link) , რომლის ზოგადი ან მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობის გარეშე რთული ან საერთოდ წარმოუდგენელი იქნება არხის განვითარება.


Youtube- ით თანხის გამომუშავების ძირითადი მიმართულებებია:
1. რეკლამების ჩვენების დაშვება თქვენს ვიდეოზე (იგივე ვიდეოს მონეტიზაცია Google-ის სისტემაში)
2. ფასიანი გამომწერები (სადაც მომხმარებლები გადაიხდიან ყოველთვიურ გადასახადს თქვენი არხის გამოწერასა და ვიდეოების ნახვაში)
3. მერჩენდაიზინგი ( სხვადასხვა სახის პროდუქტის რეკლამირება/გაყიდვა თქვენი ვიდეოების მეშვეობით)

! ! ! Youtube- ვიდეოს ნახვებში არ იხდის ფულს, იმისათვის, რომ თანხა გამომიმუშავოთ პირველრიგში საჭიროა ვიდეოს მონეტიზაცია, რის შემდეგაცთქვენს ვიდეოებზე მოხდება Google-ისთვის დამრეკლამებლის მიერ შეკვეთილი რეკლამების განთავსება, ხოლო ამის შემდეგ თქვენ გამომიმუშავებთ იმის პირდაპირპ როპორიცულად თუ რამდენი ადამიანი დაინტერესდება თქვენი ვიდეოს ყურებისას გამოჩენილი რეკლამით (ანუ რეკლამაზე დაკლიკებით)

იმისთვის რომ გამოიმუშავოთ თანხა, თქვენ უნდა შეუერთდეთ რომელიმე Youtube Network-ს

ამ ეტაპზე ჩვენ ძირითადად საუბარი გვექნება ყველაზე გავრცელებულ მეთოდზე - რეკლამების ჩვენების დაშვებაზე ჩვენს არხზე (იგივე ვიდეოს მონეტიზაციაზე Google-ის სისტემაში). უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ სისტემა მუშაობს ასე: გუგლის PPC (Pay Per Click) საიტის Google Adwords - ის მეშვეობით დამკეთი უკვეთავსრეკლამას, ადგენს მის ბიუჯეტს და იუთუბი გიხდით 45/55 პრინციპით პროცენტს (ეს Youtube-ზე რეკლამის შემოსავლის განაწილების წესია ვიდეოს ავტორებისთვის, რომელსაც იმთავითვე ეთანხმებით, რა დროსაც ხდებით მისი პარტნიორი) რეკლამებზე გადასვლებისგან მიღებული გასამრჯელოდან.

( მაგ: თუ დამრეკლამებელმა Google- გადაუხადა 100 $ და მის მიერ დაკვეთილი რეკლამების 100 % დარეკლამდა შენს ვიდეოზე შენ მიიღებ 100-ის 55 % = 55 $ )

ასევე იხილეთ საუკეთესო Youtube Network-ების სია: List of Best Youtube Networks

0
104
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ მექსიშვილი
ნიკოლოზ მექსიშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0