x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
5 მარტივი ხერხი, როგორ მოვიშოროთ კარიესი სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე

კბილები, ისევე როგორც თქვენი სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი, მოითხოვს ყურადღებას და სათანადო ზრუნვას. თუ არ გსურთ სტომატოლოგის მონახულება, შეგიძლიათ სცადოთ და თავიდან აიცილოთ ეს.
წარმოგიდგენთ მარტივ და ბუნებრივ ხრიკების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ გამოსცადოთ საკუთარ თავზე, რათა თავიდან იქნას აცილებული კბილების კარიესი და “ღრმულები''.


1. შეიცვალეთ კვების ჩვევები
კვების ჩვევების შეცვლა და ჯანსაღ კვებაზე გადასვლა ყოველთვის ხელს უწყობს თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი. ბრიტანული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დიეტაში ცვლილება შეიძლება კბილების სიჯანსაღეზეც რეაგირდეს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ შაქრით მდიდარი პროდუქტების მოხმარება უარყოფითად აისახება კბილებზე და მას შეუძლია დაბლოკოს კალციუმის შეწოვა. თუმცა, თუ შეიცვალა კვების ჩვევები, შეიძლება ასეთი პრობლემების წინაშე აღარ აღმოჩნდეთ.image* მიიღეთ კალციუმი. ეს არის თქვენი ძვლებისა და კბილების ძირითადი შემადგენელი კომპონენტი. ყოველდღიურად მიირთვით რძის პროდუქტები (რძე, იოგურტი, არაჟანი და ყველი).image* სვით უშაქრო სასმელები. თავიდან აიცილეთ გაზიანი ლიმონათები და “ნატურალური'' წვენები. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ წყალი, ხილის ახლადგამოწურული სმუზები და უშაქრო ღია ფერის ჩაი.
2. დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინები
საღეჭი რეზინი დაგეხმარებათ კბილის დაზიანების თავიდან აცილებაში. უშაქრო კევების უმეტესობა, შეიცავს კომპონენტს ქსილიტოლს, რომელიც ბუნებრივი შაქრის შემცვლელია. საკვებისგან განსხვავებით, ქსილიტოლი არ იწვევს ბაქტერიების ზრდას თქვენს პირის ღრუში. გარდა ამისა, როდესაც თქვენ საღეჭ რეზინს ღეჭავთ, თქვენი პირის ღრუ ივსება ნერწყვით, რომელსაც შეუძლია ბუნებრივად გაანადგურონ საკვების ნარჩენები.image3. გაასუფთავეთ და გამოცვალეთ თქვენი კბილის ჯაგრისი რეგულარულად
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რომელსაც ვიყენებთ კბილების გასაწმენდად? რა თმქა უნდა, კბილის ჯაგრისი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აირჩიოთ კბილის ჯაგრისი სწორად.
* ყოველთვის აირჩიეთ მცირე ან საშუალო ზომის ჯაგრისი და დარწმუნდით, რომ ის მიაღწევს თქვენს უკანა კბილებამდე, სადაც ყველაზე მეტი საჭმელი რჩება ჭამის შემდეგ.
* არ გამოიყენოთ ე.გ სახურავები თქვენი კბილის ჯაგრისისთვის, რადგან ისინი კარგი ადგილია მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიებისთვის. ამის ნაცვლად, მხოლოდ გაწმინდეთ თქვენი ჯაგრისი წყლით, ყოველი გამოყენების შემდეგ.
* ცვალეთ თქვენი კბილის ჯაგრისი რეგულარულად. როგორც არ უნდა გაწმინდოთ ჯაგრისი, ჯობს დროის გასვლის შემდეგ ახალი კბილის ჯაგრისი შეიძინოთ.

image4. დაიცავით ძირითადი სტომატოლოგიური მოვლის რუტინა
გარდა იმისა, რომ აუცილებელია გამოიხეხოთ კბილები დღეში მინიმუმ ორჯერ, ასევე საწიროა:
* გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ მაინც. შეეცადეთ, კბილების ყველა ადგილს შეეხოთ, მათ შორის შორეულ კუთხეებსაც.
* გაიწმინდეთ კბილებს შორის ადგილები ფლოსით, ანუ დენტალური ძაფით. ხშირად ამგვარ გაწმენდას ბევრად უფრო დიდი შედეგი მოაქვს, ვიდრე უბრალოდ კბილების გახეხვას.image5. სცადეთ ქოქოსის ზეთი
წარმოგიდგენთ ქოქოსის ზეთის სასარგებლოდ გამოყენების კიდევ ერთ ხერხს. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ქოქოსის ზეთი კბილების დასაცავად. ეს არის ბუნებრივი საშუალება რომელიც აშორებს ბაქტერიებს კბილებიდან. ამისათვის საჭიროა უბრალოდ მოათავსოთ პირის ღრუში კოვზით ზეთი 20 წუთის განმავლობაში, სანამ არ დადნება და თეთრი ფერის, რძისმაგვარ მასად იქცევა. არ გადაყლაპოთ იგი.imageგისურვებთ ჯანმრთელობას!

image

0
578
8-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0