x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რვა მითი კბილების მოვლის შესახებ, რომელთა დაჯერებაც სახიფათოა
მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქების თაროები ვეღარ იტევს პირის ღრუს მოვლის ათასნაირ საშუალებას, ბევრ ჩვენგანს როდი შეუძლია იამაყოს ჯანმრთელი და ლამაზი კბილებით. ერთნი ამას აბრალებენ მოწევას ან ყავის სიყვარულს, მეორენი-გენეტიკას. აი, სტომატოლოგები კი გვარწმუნებენ: კბილების ზოგად მდგომარეობაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათი სწორი მოვლა.

ამ პოსტში მინდა ვისაუბროთ რვა ყველაზე გავრცელებულ მითზე, რომლებიც კბილების მოვლას ეხება და რომელთა დაჯერება არამარტო სულელურია, არამედ სახიფათოც.


1. მითი ნომერი პირველი - მათეთრებელი პასტები აშორებენ კბილებიდან ყვითელ ნადებს



image

კბილის პასტების თვალისმომჭრელი რეკლამები დაჟინებით გვარწმუნებენ, რომ კბილების გათეთრება სახლის პირობებში მათი წარმოების პასტებითაა შესაძლებელი, თუმცა პროფესიონალი სტომატოლოგები გვიმტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია. მათეთრებელი პასტები ძალიან ეშმაკური სქემით მოქმედებენ: ისინი კბილებზე არსებულ ყვითელ ნადებს ნიღბავენ საღებავი ნივთიერებების ნაწილაკებით, რომლებიც ამ პასტების შემადგენლობაში შედის.


2. მითი ნომერი ორი - კბილების გათეთრება სოდით და ლიმონით უსაფრთხოა


image

ინტერნეტ-ქსელში ყოველდღიურად ვხვდებით ათობით სტატიას, რომლებიც გვთავაზობენ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება კბილების გათეთრება სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ყველაზე პოპულარულია სოდისა და ლიმონის გამოყენება. ამ მეთოდოს მომხრეები ირწმუნებიან, რომ ეს უაიაფესი საშუალება ერთ წამში მოგაცილებთ ყვითელ ნადებს კბილებზე და ისინი თოვლივით ქათქათა გახდება. სინამდვილეში კი ამაზე უფრო მტრულად თქვენს კბილებს ვერ მოექცევით: სოდა რეაქციაში შედის ლიმონში არსებულ მჟავასთან, რაც იწვევს კბილების დაშლას. "ეს იგივეა, რომ კბილები ზუმფარის ქაღალდით გაიხეხოთ", - ამბობენ სტომატოლოგები.


3. მითი ნომერი სამი - ყავა, შავი ჩაი, კოკა-კოლა და სიგარეტი თქვენი ჯანსაღი ღიმილის უპირველესი მტერია


image

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, რომ თუ ამ სასმელებს არ გავეკარებით და სიგარეტსაც არ მოვწევთ, ჩვენი კბილები ქათქათა თეთრი იქნება. სინამდვილეში არსებობს სხვა, ერთი შეხედვით სავსებით უწყინარი სასმელები, რომლებსაც შეუძლიათ არანაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს კბილებს. მაგალითად, მწვანე ჩაი შეიცავს პიგმენტებს, რომლებიც ყავაზე უარესად მოქმედებენ ემალის ფერზე. კბილის ფერის შეცვლა შეუძლია უბრალო ონკანის წყალსაც კი, თუკი ის დიდი რაოდენობით შეიცავს ფტორს. ამ მხრივ სახიფათოა აგრეთვე ფერადი პროდუქტები, როგორებიცაა ტომატი, სტაფილო, ისპანახი.


4. მითი ნომერი ოთხი - რაც უფრო დიდხანს ვიხეხავთ კბილებს, მით უფრო სუფთა და ქათქათა იქნება ისინი


image

არსებობს აზრი, რომ თუ კბილებს დღეში რამოდენიმეჯერმე გავიხეხავთ, არც ემალის სიყვითლე დაგვემუქრება და არც კარიესი.

სინამდვილეში კი კბილების ზედმეტად ხშირი წმენდა აზიანებს მის დამცავ ემალს და ღრძილებს, თანაც ამავე დროს ის სულაც არ მოგვაცილებს ნადებს. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ ნიუკასლის უნივერსიტეტის ექიმები, რომლებმაც მოხალისეებზე გამოსცადეს ეს მეთოდი.


5. მითი ნომერი ხუთი - კბილების ძაფი კბილებს იცავს კარიესისაგან, ხოლო ღრძილებს - ანთებითი პროცესებისაგან


image

ითვლება, რომ კბილების ძაფი კბილის პასტის შეუცვლელ დანამატს წარმოადგენს. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ძაფი გვეხმარება კარისისაგან და ანთებითი პროცესებისაგან თავის დაცვაში.

სინამდვილეში, საერთაშორისო ორგანიზაციამ Cochrane Collaboration, რომელიც დაკავებულია სამედიცინო საშუალებების და მეთოდიკების შესწავლითა და კვლევით, გამოარკვია, რომ კბილის ძაფი უმნიშვნელო რაოდენობით, დაახლოებით 8%-ით ამცირებს კარიესის საფრთხეს, ხოლო რაც შეეხება ღრძილებს, საქმე პირიქითაა: ბევრი ადამიანი ამ ძაფის არასწორად გამოყენების დროს ღრძილებს იზიანებს, რაც იწვევს სისხლდენას და ინფექციებს.


6. მითი ნომერი ექვსი - კბილების გამოხეხვა აუცილებელია უშუალოდ ჭამის შემდეგ


image

ადამიანთა ნაწილი ამას აკეთებს, რათა ჭამის შემდეგ პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები მოიცილოს, სხვები კიდევ იმისათვის, რომ არ მოხდეს ემალის ფერის შეცვლა.

სინამდვილეში კი კბილებზე ჯაგრისის შეხება ჭამიდან 20 წუთის განმავლობაში სახიფათოა. საქმე იმაშია, რომ ტრაპეზის შემდეგ პირის ღრუში მჟავიანობა მომატებულია და კბილის ემალი და დენტინი (კბილის ემალის ქვედა შრე) ზედმეტად მგრძნობიარეა, ამიტომ უშუალოდ ჭამის შემდეგ კბილების გახეხვას მათ დაზიანებამდე მივყავართ. ასე რომ, უმჯობესია დავიცადოთ და საკვების მიღებიდან 30-40 წუთის შემდეგ დავავლოთ ხელი კბილის ჯაგრისსა და პასტას. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა - ჭამის შემდეგ წყლის გამოვლება პირის ღრუში.


7. მითი ნომერი შვიდი - კბილის ჯაგრისის გამოცვლა აუცილებელია ყოველ ერთ თვეში


image

ისინი, ვისაც ამ მითის სჯერა, დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროცედურა აუცილებელია იმის გამო, რომ ჯაგრისზე დიდი რაოდენობით ბაქტერიები და მიკრობები გროვდება.


სინამდილეში კი კბილის ჯაგრისის სიცოცხლისუნარიანობა 3-4 თვეს, ზოგჯერ კი მეტ ხანსაც შეიძლება გაგრძელდეს, გააჩნია მისი ცვეთის ხარისხს. როგორც მასაჩუსეტსის სტომატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი რიჩარდ ცენი გვიხსნის, თუ გამოყენების შემდეგ ჯაგრისს კარგად გავრეცხავთ და გავაშრობთ, ის გაცილებით დიდხანს იქნება ჩვენს სამსახურში, ხოლო ახალ ჯაგრისი საყიდლად ჯობია მაშინ გავეშუროთ, როცა ჯაგრისს ბეწვები დაუზიანდება და ფორმა შეეცვლება.


8. მითი ნომერი რვა - პირის ღრუს არასწორი მოვლა მხოლოდ კბილებსა და ღრძილებს აზიანებს


image

ანუ ბევრს ჰგონია, რომ კბილების მოვლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება მხოლოდ კარიესის, პირიდან ცუდი სუნის და ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევია.


სინამდვილეში პირის ღრუს ჰიგიენისადმი უყურადღებობა საკმაოდ ბევრი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. მაგალითად, მკვლევარების აზრით მან შეიძლება პნევმონიამდეც კი მიგვიყვანოს. ეს დაავადება შეიძლება პროვოცირებული იქნას პირის ღრუში დაგროვებული ბაქტერიებით, რომლებიც შემდგომში ყელსა და სასუნთქ გზებში გადადიან და იქ მრავლდებიან.


პ.ს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელ კბილებს და თვალისმომჭრელ, ქათქათა ღიმილს.

1
1089
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1089
  
2018, 13 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1