x
იყო ის, ვინც ხარ  - ეს ამად ღირს
მიხეილ ლაბკოვსკი


ყველაფერი დამოკიდებულია თვითშეფასებაზე : წარმატება კარიერასა და პირად ცხოვრებაში, ფულის ოდენობა, ცხოვრების ხარისხი. ჩვენ ხშირად ვებმებით მახეში. გულუბრყვილოდ ვვარაუდობთ, რომ მაღალი თვითშეფასების უკან უნდა იდგეს რაიმე „რეალური“ - კონკრეტული მიღწევები, საზოგადოდ მიღებული სილამაზის ნორმებთან შესაბამისი გარეგნობა ან წარმატების შინაგანი მაჩვენებლები. სინამდვილეში ეს ყველაფერი სისულელეა: საკუთარ თავის რწმენის არ მქონე ადამიანები ხდებიან მსოფლიო ჩემპიონები და პრემიის ლაურეატები და ამასთან ერთად რჩებიან საზოგადოების აზრზე დამოკიდებულნი.


თავის თავში დარმწუნებული ადამიანისთის სულერთია რა მიღწევები და ჯილდოები აქვს - ის თავის თავს მხოლოდ თავისივე თავს ადარებს. მისი წარმატება - ეს არის ის რაც მისთვის, პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია და არა ის რას კარნახობს მას სოციუმი . სწორედ ამიტომ მისთვის სულერთია, როგორ აფასებს მას საზოგადოება. საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონები არ არიან დამოკიდებულნი მამაკაცების აზრზე და არ ცდილობენ საპირისპირო სქესის მოხიბვლას, რათა თავი იგრძნონ „საუკეთესოდ“ . უცნაურია, მაგრამ სწორედ ეს გოგონები არიან მამაკაცებში პოპულარულნი.


ადამიანები, რომლებიც გასაუბრებაზე მიდიან რწმენით, რომ ისინი ფლობენ ყველა საჭირო უნარს, ყოველთვის იღებენ სასურველ სამსახურს. მარტივია მათ დაავალო რთული პრობლემების გადაჭრა - ისინი მთელი თავისი გამოსახულებით მთლიანად გამოხატავენ მზაობას ამისთვის. არსებობენ ძალიან კარგი სპეციალისტები, რომლებიც საერთოდ არ არიან თავის თავში დარწმუნებულები, რომლებც ჩუმად, გაუბედავად ესაუბრებიან უფროსს შემდეგი ფრაზებით : „მე ეს არ გამიკეთებია“, „ეს აქამდე არ მიცდია“ . პოტენციური დამსაქმებელი ხვდება, რომ მსგავსი კანდიდატებს უბრალოდ ეშინიათ პასუხისმგებობის თავიანთ თავზე აღება და ამიტომ უარს ეუბნებიან დასაქმებაზე.



სიყვარული და კარიერა - მშვენიერია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი შეგრძნებებია. თქვენ იღვიძებთ და იძინებთ ყოველთვის ერთ ადამიანთან ერთად - ეს ადამიანი თქვენ ხართ. თუ თქვენ იღებთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხართ. გიყვართ თქვენი თავი, ისეთი როგორიც არის, მაშინ თქვენ ჰარმონიაში ცხოვრობთ თქვენს თავთან. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავი არ უყვართ, ყოველთვის ცდილობენ რაიმე შეცვალონ : მიიღონ კიდევ ერთი დიპლომი, გახდნენ, შეცვალონ ცხვირის ან მკერდის ფორმა და ა.შ. მიუხედავად ამისა, შინაგანი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება არ გაქრება. ის შინაგანად არსებობს და არანაირი გარეგანი ჩარევა მას არ გააქრობს.


ამიტომ მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთები, როგორიც ხართ. სხვა „ მე „ თქვენ უბრალოდ არ გყავთ.


0
53
შეფასება არ არის
ავტორი:მ.გორგაძე
მ.გორგაძე
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0