x
ფინეთის განათლების სისტემა - თქვენ მოგინდებათ, რომ თქვენმა შვილმაც ამ პირობებში ისწავლოს!

image


ფინეთის განათლების სისტემა


12 მიზეზი, თუ რატომ არის ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში პირველი.


1.ყველაფერი არის უფასო;


ფინეთის განათლების სისტემა არის უფასო. ყველანაირი ნივთი ( წიგნები, ჩანთა, კალმები, ფანქრები, რვეულები და ა.შ ) ასევე არის უფასო. ამასთან ერთად ნებისმიერი ექსკურსია ან გასვლითი გაკვეთილი თუ ღონისძიებაც უფასო. თუ სტუდენტი სწავლობს სკოლიდან 2კმ_ზე მეტ მანძილზე მას უფასოდ ემსახურება მანქანა .ყველაფერ ამის ხარჯს ფარავს მთავრობა, ქვეყნის ბიუჯეტიდან განათლებისთვის გამოიყოფა მთლიანი თანხის 12.2 %.


2.ინდივიდუალური მიდგომა;

ფინეთის სკოლებში ნებისმიერ გაკვეთილზე მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ განსხვავებული სირთულის დავალებები, დავალების სირთულე დამოკიდებულია მოსწავლის შესაძლებლობებზე. განსხვავებული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის ბავშვები სწავლობენ ერთად. თუ ბავშვი ვერ უმკლავდება სამუშაოს მასწავლებელი მისთვის ნიშნავს ინდივიდუალურ გაკვეთილს. დამატებით ხდება სხვადასხვა გაკვეთილების ჩატარებაც, მაგალითად მშობლიური ენის გაკვეთილები ემიგრანტი ბავშვებისთის.

ითვლება, რომ მოსწავლეს თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს რა არის მისთის საინტერესო. თუ მას მოწყინდება გაკვეთილი შეუძლია სხვა საქმით დაკავდეს, მაგალიტად წიგნის კითხვით ან კერვით.


  • ქულებს ეუბნებიან მოსწავლეს პირადად;
შეფასების სისტემა ფინეთში არის 10 ქულიანი. მაგრამ 3 კლასამდე ქულები არ იწერება. მე_3 კლასიდან მე_7 კლასის ჩათვლით შეფასება არის სიტყვიერი: “საშუალოდან” “საუკეთსომდე” . ქულებზე ინფორმაციას აქ მხოლოდ მოსწავლე ფლობს. ქულების გამო ჩხუბი ან გაკიცხვა არ არის მიღებული. ქულები გამოიყენება მხოლოდ ერთი მიზეზიტ, მისცეს მოტივაცია მოსწავლეს გახდეს უკეთესი და გააღრმავოს საკუთარი ცოდნა.




  • გაკვეთილზე სიარული დაშვებულია პიჟამოთიც;
ფინეთის სკოლებში არ არის ფორმა და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ტანისამოსზე. ბავშვებს შეუძლიატ იარონ ნებისმიერ ფორმაში. ხშირად ისინი გაკვეთილებე სიარულს ამჯობინებენ პიჟამოთი და ნასკებით.


  • გაკვეთილის მიმდინარეობისას შეგიძლიათ იჯდეთ დივანზე ან სულაც ხალიჩაზე;
ფინეთის სკოლებში ბავშვები არ არიან ვალდებულნი იჯდნენ მერხებთან. მათ თავისუფლად შეუძლიათ იწვენენ დივანზე ან ხალიჩაზე. კარგ ამინდებში გაკვეთილები ხშირად ტარდება ბუნებაში.


  • საშინაო დავალება არის ძალიან ცოტა;
ფინეთის სკოლებში მიაჩნიათ, რომ ბავშვებმა თავისუფალი დრო უნდა გაატარონ საინტერესოდ, მეგობრებთან ან მშობლებთან ერთად და არა დავალების კეთებაში. აქ ძალიან მცირე შაშინაო დავალებას აძლევენ და ამასთან მათი პრინციპი ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივისგან . მაგალითად ისტორიის გაკვეთილზე შეიძლება დაგავალონ ჩამოართვა ბებიას ინტერვიუ და გაარკვიო როგორი იყო ცხოვრება მისი პატარაობისას და შეადარი ის თანამედროვეს


  • გამოცდები არ არსებობს;
ფინეთის მასწავლებლები ხშირად ამბობენ შემდეგ ფრაზას : “ ბავშვების მომზადება შეიძლება ცხოვრებისთის ან გამოცდებისთვის, ჩვენ ვირჩევთ პირველს.” ამიტომ გამოცდები ფინეთის სკოლებში არ არსებობს. მხოლოდ ერთადერთი გამოსაშვები გამოცდები 16 წლის ასაკში.


  • ზოგიერთ ფინეთის სკოლაში გაუქმებულია ყველა საგანი;
ერთ-ერთი ყველაზე ახალი მეთოდი ფინურ განათლების სისტემაში არის მოვლენის შესწავლა საგნის მაგივრად, რაც გულისხმობს რომ რაღაც ფაქტი შეისწავლება ისტორიის, გეოგრაფიის კუთხით ერთიანად და არა ცალ-ცალკე გეოგრაფიასა და ისტორიაში.


9.ფინეთის სკოლებში ყველაზე დიდი შესვენებებია მსოფლიოში

რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს სწავლის პროცესი ყველა ბავშვის საყვარელი დრო მაინც შესვენებაა. ფინეთის სკოლებში ყველა 45 წთიანი გაკვეთილის შემდეგ შესვენება მინიმუმ 15 წთ გრძელდება.



  • ფინეთში ყველაზე კარგი მასწავლებლები არიან.
ჰელსინკის პედაგოგიკის ფაკულტეტზე მოხვედრა ძალიან რთულია. აქ ერთ ადგილზე 20 მსურველია. მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი 10ჯერ მეტია სამუშაო ადგილზე. საშუალო შემოსავალი პედაგოგის აქ შეადგენს - 3500 ევროს. მასწავლებლობა ფინეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესია და ბავშვებს ასწავლიან საუკეთესოები. არ არსებობს წინასწარ გაწერილი პროგრამა, რომელსაც მისდევს პედაგოგი. ის თვითონ ირჩევს თუ როგორ ასწავლოს ბავშვებს. პედაგოგთან ერთად გაკვეთილზე არის მისი ასისტენტიც, რომელიც ეხმარება ბავშვებს დავალებების შესრულებაში და თვალს ადევნებს გაკვეთილის მიმდინარეობას.


  • მოსწავლეები თვითონ ირჩევენ საჭმელს;
კვება ფინეთის სკოლებში არის უფასო. ერთი თვით ადრე სკოლის საიტზე იდება მენიუ, საიდანაც ბავშვს შეუძლია აირჩიოს თუ რა უნდა რომ მიირთვას. არსებობს ბევრი სახის მენიუები, მათ შორის ვეგენტარიანელი ბავშვებისთისაც.


  • წიგნის მოყვარული ძაღლები
ფინეთის სკოლის ბიბლიოთეკებში ყავთ სპეციალური ძაღლები, რომლებიც აყვარებენ ბავშვებს კითხვას . ისინი კომპანიონობას უწევენ ბავშვებს ბიბლიოთეკაში კითხვისას და წყნარად უსმენენ, როცა პატარები მათ უყვებიან წაკითხულ ისტორიებს.











0
987
შეფასება არ არის
ავტორი:მ.გორგაძე
მ.გორგაძე
987