x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თბილისში,პეკინის ქუჩაზე სრულიად შიშველი მამაკაცი დადიოდა
image

პეკინის ქუჩაზე რამდენიმე ხნის წინ სრულიად შიშველმა მამაკაცმა ჩაიარა, რომელსაც მხოლოდ სპორტული ფეხსაცმლი ეცვა და ხელზე ჯინსი ჰქონდა გადაკიდებული.ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ და რა მიზნით გაიარა ასეთ მდგომარეობაში.ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.



ყოველ შემთხვევაში გავრცელებულმა ფოტოებმა "ფეისბუქ" მომხმარებლები ხუმრობის ხასიათზე დააყენა და სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ:ერთნი წერენ აქციააო, არქტიკაში გაყინულთა მხარდასაჭერადო, მეორენი ამბობენ, რომ მაგარი სანაძლეო მოიგოო, მესამენი წააგოო და ა.შ.

image


კომენტარები:"უკაცრავად და შუა პეკინზე დედიშობილა კაცები ახალი ტრენდია? ადრე თავდაცვასთან მიტანტალდა ერთი და ეს მთლად დასეირნობდა თურმე... p.s.პოლიციამ უკვე დააკავაო და ბევრმა “მოსაწევმა" გააბერინა ერს მგონი

“ აგერ პლანის დეკრიმინალიზაციამ დაიწყო პირველი ფოთლების მოსხმა, თქვენ გაზაფხულზე ნახეთ"

"ისე არ მინახია შიშველი კაცი და იქნებ ასე მენახა"

"ამინდში კი გაუმართლა"

"ბანკში გადაიხადა ეტყობა კრედიტი."




როგორც ირკვევა, საპატრულო პოლიციამ უკვე დააკავა აღნიშნული პირი, მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მუხლის თანახმად 200 ლარით დაჯაარიმეს.

აღნიშნული მუხლი საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედებას ითვალისიწნებს, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება).

image


1
190
12-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
190
  
2018, 2 თებერვალი, 19:35
თუ შევამჩნევდი, რომ საღ გონებაზეა კბილებს ჩმოვუღებდი სათითაოდ, საზოგადოების აბუჩად აგდებისათვის.
არაკაცი...
0 1 1