x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"როგორ მინდა ხანდახან ამაზრზენად გარყვნილი ტიპები ვამხილო, რეებს მწერენ პირადში"-თი მაჭავარიანი
image

ინფლუენსერი თი მაჭავარიანი „ინსტაგრამიდან" მამაკაცებს მიმართავს.


„აღარ ვინტერესდები პატარა ბიჭებით, სისხლი გამიშრეს.


ეს კიდევ ოქეი, პატარაა ღადაობს, მაგრამ როგორ მინდა ხანდახან ამაზრზენად გარყვნილი ს**ი ტიპები ვამხილო, რეებს მწერენ პირადში.



ან რა დედამ გშობათ ეგეთი და**ევებულები, ან რამ დაგა**ევათ.


ქალები მეცოდებიან ასეთი „კაცების“ ხელში და მე მიტყდება, რომ ჩემს ქვეყანაში დაიბადეთ და ცხოვრობთ“, - წერს თი მაჭავარიანი.

image

ტელეწამყვანმა თი მაჭავარიანმა ფართო საზოგადოებამ პროექტ „პრაიმ ჰაუსით“ გაიცნო, სადაც 4 კვირა დაჰყო, თუმცა ამ მცირე დროის მიუხედავად პროექტის მაყურებლებლების მხრიდან დიდი სიყვარული დაიმსახურა.


ამავე პერიოდში მაჭავარიანს რჩეულმა ხელი სთხოვა, ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა და დადებითი შეფასებები ჰქონდა, თუმცა 33 წლის სამი შვილის დედის ბედნიერება სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, ერთ დღესაც გამოაცხადა, რომ ის და დავით გაფრინდაშვილი ერთად არ არიან.


თი მაჭავარიანი თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაირიცხას. 17 წლის იყო როცა საქართველოდან გაემგზავრა.


"ამერიკაში ცხოვრებისას უკვე 3 ბავშვი მყავდა. მაშინ მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს არავინ გვეხმარებოდა, ძიძაც არ გვყავდა. წელიწადში 1-2-ჯერ დედაჩემი ან ბავშვების მეორე ბებია ჩამოდიოდა, რომ დაგვხმარებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ ძირითადად, სულ შინ, ბავშვებთან ერთად ყოფნა და სახლის საქმიანობა მიწევდა. არადა, სკოლაში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც ყოველთვის ყველაზე აქტიური ვიყავი. ექსტროვერტი ვარ...


ბევრი განმსჯის და მკიცხავს - მსგავსი ფიქრები როგორ გაბედე, როცა 3 ანგელოზი გყავსო?.. ჩემი აზრით, ამის თქმა ნებისმიერისთვის დანაშაულია, რადგან არავინ ვიცით, კონკრეტული ადამიანი როგორ სიტუაციაშია. პირიქით, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ... საქართველოში დაბრუნება ჩემი შვილებისთვისაც და ჩემი საღი აზროვნებისთვისაც ყველაზე სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ახლა აქ ბევრად უკეთ ვარ..."


"2017-18 წლებში სახარბიელო ჯანმრთელობა ნამდვილად არ მქონია, რადგან მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, "არსაიდან" საშვილოსნოზე სიმსივნური წანაზარდები გამიჩნდა. შოკში ვიყავი, არ მჯეროდა... როდესაც ვცდილობდი, უკეთ გავმხდარიყავი, ვმკურნალობდი, აბსოლუტურად ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავდი, რადგან ამისთვის მენტალურად მზად არ ვიყავი - ჩემი გონება ჯერ კიდევ იმ პერიოდში, იმ პროცესში იყო, რომ მე უნდა დავსრულებულიყავი..."-ამბობდა თი მაჭავარიანი 2020 წელს "გზასთან" მიცემულ ინტერვიუში.



0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0