x
რას ნიშნავს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და როდისაა სერიოზულად საქმე? - ეს უნდა იცოდეთ!

image

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება არის მდგომარეობა, რომლის დროსაც პიროვნება იძულებულია გამოიყენოს ნივთიერება იმ შედეგის მისაღებად, რომელსაც ეს ნივთიერება იწვევს, და მასზე არ არის ფიზიკურად დამოკიდებული. მიუხედავას იმის ცოდნისა რომ აღნიშნულმა ნივთიერებამ შეიძლება დააზიანოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ისინი მას მაინც ძლიერ ენდობიან - ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ დაეხმაროს მათ ცხოვრებასთან მორგებაში და თავის უკეთ გრძნობაში - და ბევრ დროს ხარჯავენ იმისათვის რომ მიიღონ და მოიხმარონ იგი. დამოკიდებულება ვითარდება გამუდმებული მოხმარებით. მომხმარებლები, რომლებიც ფიზიკურად არ არიან დამოკიდებული ნივთიერებაზე, განიცდიან ნაკლებ შეთავსებულობას და მისი შეწყვეტისგან გამოწვეულ შეგრძნებას. ნივთიერების გარეშე არსებობამ შეიძლება გამოავლინოს „ძლიერი სურვილი“, ანუ მოტივირებული მდგომარეობა, რაც მოიცავს მისდამი ძლიერ სურვილს. მომხმარებლები, რომლებიც ეჩვევიან მას, პირველად ჯერ ჩვეულებრივ ხდებიან ფსიქოლოგიურად ამ ნივთიერებაზე დამოკიდებულნი, შემდეგ ფიზიკურად დამოკიდებულნი, ვინაიდან მათი სხეული გამოიმუშავებს მისდამი შეთავსებულობას. ნივთიერებები განსხვავდება ფსიქოლოგიური დამოკიდებულების წარმოქმნის უნარით: პოტენციალი მაღალია ჰეროინის და კოკაინის მიმართ, ზომიერია მარიხუანას მიმართ და დაბალია ლსდ -ს მიმართ.


ტერმინები და განმარტებები, რომლებიც გატაცების/მიჩვევის და დამოკიდებულების დასახასიათებლად იყო გამოყენებული ნაწილობრივ განსხვავდება. თუმცა ნივთიერებაზე დამოკიდებულების და მისი ბოროტად გამოყენების დიაგნოზის დასმა დამოკიდებულია მისი მიმდინარე გამოყენების შედეგზე. ფსიქიატრები და კლინიკის ფსიქოლოგები ნივთიერების ბოროტად გამოყენების დიაგნოზს სვამენ მაშინ, როდესაც დამოკიდებულებას თან ახლავს ერთ-ერთი მათგანი მაინც:


  • მნიშვნელოვანი ვალდებულებების შეუსრულებლობა, როგორიცაა შვილის მუდმივად უგულებელვყოფა ან სამსახურის გაცდენა.
  • საკუთარ თავზე ან სხვა ვინმეზე ფიზიკური ტრავმის მიყენების მუდმივად რისკის ქვეშ ყოფნა, მაგალითად, მანქანის მართვა ინტოქსიკაციის დროს.
  • ნივთიერებასთან დაკავშირებული სამართლებრივი სირთულეები როგორიცაა დაპატიმრება არაწესიერი საქციელისთვის.
    აშლილობის ფსიქიატრიული კლასიფიკაციები ახლა მოიცავს თამბაქოს, ალკოჰოლის და წამლების პათოლოგიურ გმოხმარებას .
0
97
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0