x
მეტი
  • 19.02.2018
  • სტატია:74250
  • ვიდეო:327115
  • სურათი:430486
საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული უცხოური ღვინოები

imageჯერ კიდევ გასული საუკუნის 90 - იან წლებში, თბილისის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გამოჩნდა უცხოური წარმოების ალკოჰოლური პროდუქცია და მათ შორის ღვინოც. მათგან გამოსარჩევია: მოლდოვური, ბერძნული, ფრანგული და იტალიური ღვინოები, რომლებიც შედარებით ფეშენებელურ მაღაზიებში იყიდებოდა და მათი ფასი ქართული ღვინის ფასს 3 - 4 - ჯერ აღემატებოდა. როგორც ჩვენთან საუბარში მხცოვანი მეღვინე, გივი ჩაგელიშვილი იხსენებს, გასული საუკუნის 90 - იან წლებში საქართველოში შემოსული უცხოური ღვინო უმეტეს შემთხვევაში სასტუმროებსა და ფეშენებელურ რესტორნებში ნაწილდებოდა.

imageდღეს, თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში უცხოური ღვინო ძირითადად ე.წ. დიდ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებშია წარმოდგენილი. ამ ღვინოებში შედის ე.წ. ცქრიალა და შემაგრებული ღვინოც. ფრანგულ და იტალიურ ცნობილ ღვინოებთან ერთად, შესაძლებელია ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნების: ახალი ზელანდიის, არგენტინის, კალიფორნიისა და ჩილეს ღვინოების შეძენა. ერთ - ერთ სუპერმარკეტში სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად გადავაწყდით სამხრეთ აფრიკულ „შაბლს“, რომელიც ფრანგული ამავე სახელწოდების ყურძნის ჯიშისგან იწარმოება და მაღალი კატეგორიის ღვინოდაა მიჩნეული.

განაგრძეთ კითხვა


0
19
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0