x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
დავით ნარმანია მეტროს შემთხვევაზე: „მერიაში ბევრი სამუშაოა და დეტალებს ვერ ვიმახსოვრებ“
image


თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევას ეხმაურება. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შემთხვევა ძალიან სამწუხაროა და არანაირი გამართლება არ აქვს. მისივე თქმით, რეაბილიტაციის დროს სამუშაოთა მწარმოებელ კომპანია "ყვარელრელმშენს" მერიისგან სამუშაოების დასაჩქარებლად არანაირი მითითება არ ქონია.


"შემთხვევა არის ძალიან სამწუხარო, რასაც არანაირი გამართლება არა აქვს. მნიშვნელოვანია, გამოძიებით გაირკვეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე მე რაც ნამდვილად მახსოვს პროექტი არსებობდა, არგუმენტაცია რითაც გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები. რაიმე დაჩქარებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან კომპანიასთან არ გვქონია, კომპანიას ქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისათვის, რომ გაეკეთებინა სამუშაოები ხარისხიანად და ბევრ კითხვაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი და უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობა გამოიკვეთება. ესეთი ფორმით, შეკიდული ჭერი რატომ გააკეთეს, ან ჩამონგრევა რამ გამოიწვია, გამოძიებით უნდა დადგინდეს. დეტალები არ მახსოვს, რადგან მერიაში ბევრი სამუშაოა და დეტალებს ვერ ვიმახსოვრებ, " - განაცხადა დავით ნარმანიამ.


მისივე თქმით, დეტალურ ინფორმაციას ჩატარებულ სამუშაოებზე თბილისის სატრანსპორტო კომპანია მიაწვდის საზოგადოებას.



სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დასრულდა და 347 000 ლარი დაიხარჯა.

0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0