x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეგობარმა, თავისი ცოლის თეთრეული გამოიღო კარადიდან და  მაჩვენა...

image


რამდენიმე თვის წინ მეგობარმა მთხოვა მასთან შემევლო. პირდაპირ საძინებელ ოთახში შემიყვანა და კარადის უჯრიდან რაღაც პაკეტი ამოიღო. პაკეტში იდო თავისი ცოლის რუშებიანი თეთრეული, მაჩვენა და მითხრა:




image


— ეს კომპლექტი მეუღლეს მე ვუყიდე, პარიზში რომ ვიყავით პირველად. ეს მგონი ათი თუ ცხრა წლის წინ მოხდა. არასოდეს ჩაუცვამს, ინახავდა რაღაც განსაკუთრებული შემთხვევისთვის... ვფიქრობ, ახლა დადგა სწორედ ეს მომენტი.


მეგობარი საწოლთან მივიდა და აბრეშუმის რუშებიანი ეს საცვლები დასაფლავებისთვის გამზადებულ სხვა ნივთებთან ერთად დაალაგა.


ჩემი მეგობრის მეუღლე წინა დღით გარდაიცვალა ....


დიდხანს უცქირა ნივთებს, შემობრუნდა და ჩურჩულით მითხრა:



– ახლა მივხვდი, რომ არაა საჭირო რამის შენახვა რაღაც განსაკუთრებულისთვის. ყოველი წუთი, ყოველი საათი, ყოველი დღე, რომელსაც ამ პლანეტაზე ვატარებთ, სწორედ ის განსაკუთრებული შემთხვევაა.




მისი ეს სიტყვები... მათ მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება....



ახლა მე ვკითხულობ ჩემს საყვარელ წიგნებს, აღარ ვდებ შემდეგისთვის. უფრო ხშირად ვხვდები ახლობლებს და მეგობრებს და იშვიათად ვყოვნდები სამსახურში. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, მთელი ჩვენი ცხოვრება _ ეს არის გამოცდილება, რომელიც უნდა დავაფასოთ.



ყოველ დღე ღვინოს მივირთმევ ძვირფასი ბროლის ბოკალიდან, ქორწილზე რომ გვაჩუქეს.

თუ უბრალოდ მაღაზიაში მივდივარ, ვიცმევ საუკეთესო კოსტიუმს. ყოველ დღე ვიყენებ ჩემს საყვარელ სუნამოს, და არა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში.


სიტყვები „ოდესმე“ და „ ერთხელაც“ სამუდამოდ ამოიშალა ჩემი ლექსიკონიდან. მინდა ვუცქირო, ვიგრძნო, მესმოდეს და ვაკეთო აქ და ახლა.



სულ ვფიქრობ, რას გააკეთებდა ჩემი მეგობრის ცოლი, რომ ცოდნოდა ხვალ აღარ იქნებოდა.


ვფიქრობ, დაურეკავდა დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, შეკრებდა მთელ ოჯახს და წავიდოდა საყვარელ რესტორანში...



ჩემი დღეები რომ დათვლილი იყოს, დაუმთავრებელი საქმეები ხელს შემიშლიდა და გამაღიზიანებდა. ვფიქრობ, გამანერვიულებდა ის ფაქტი, რომ ვერ ვნახავდი იმ ძველ მეგობრებს, რომლებსაც შევპირდი „როგორმე შემდეგში“ შევხვდებოდი.

გამაღიზიანებდა ის წერილები, რომლებიც ვერ დავწერე. გამაბრაზებდა ის აზრი, რომ ახლობლებს ვერ ვესაუბრებოდი ხშირად იმაზე, თუ როგორ ძალინ მიყვარს ისინი.

დღეს ერთ შანსსაც კი არ ვუშვებ ხელიდან ჩემს ცხოვრებაში ღიმილი და ბედნიერება რომ შემოვუშვა. არ მსურს არაფერი, რაც დადებით ემოციას არ მომიტანს.

image

ხშირად ვახსენებ თავს, რომ ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი და ყოველი დღე, _ სწორედ ის, რაღაც განსაკუთრებულია.




იხილეთ ასევე:

1. გოგონამ ლამაზი პასუხი გასცა ყველას, ვინც სასაცილოდ აიგდო მისი წინასაქორწილო სურათები

2. მამაკაცების თბილი ისტორიები თვიანთ გრძნობებზე.

3. როგორ „ასწორებენ“ ჰომოსექსუალისტებს - ეკვადორელი ფოტოგრაფის მონათხრობი

0
1024
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
1024
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0