x
ალექსანდრე მაკედონელი ანუ ''პატარა უფლისწული''-ის საინტერესო ფაქტები

imageჩვენს წელთაღრიცხვამდე 356 წელს ძველი ბერძნული სამეფოს, მაკედონიის დედაქალაქ პელაში ბიჭი დაიბადა. დედამისი, სახელად ოლიმპია, მაკედონიის დედოფალი იყო. მამამისი, მეფე ფილიპე II, მეოთხედ იყო დაქორწინებული და მოგვიანებით კიდევ სამჯერ დაქორწინდა.

როდესაც ალექსანდრე დაიბადა, მამამისი ქვეყნის სამხრეთით იბრძოდა და ის იყო მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა. ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე იხსენებს, რომ ფილიპეს ერთდროულად სამი ამბავი ამცნეს. პირველის მიხედვით მისმა ერთ–ერთმა გენერალმა, პარმენიონმა, მაკედონელთა ისტორიული მოწინააღმდეგეები, ილირიელები დაამარცხა; მეორე: მისმა ერთ-ერთმა ცხენმა ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა, მესამე: მას ვაჟი შეეძინა.

imageალექსანდრე ბავშვობის შესახებ ძირითადად პლუტარქესაგან ვიგებთ. ბერძენმა ისტორიკოსმა დიდი მაკედონელის ბიოგრაფია მისი დაბადებიდან 400 წლის შემდეგ დაწერა.

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:ავთო კენჭოშვილი
ავთო კენჭოშვილი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0