x
რამდენი ოქრო გადაიხადა ალექსანდრე მაკედონელმა ბუცეფალში და რატომ?

imageძველი წელთაღრიცხვით 344 წელს, როდესაც ალექსანდრე 12 წლის იყო, მან საუკეთესო და ყველაზე ერთგული მეგობარი გაიცნო. თითქმის 20 წლის განმავლობაში ისინი ერთად იბრძოდნენ და ერთად გამოდიოდნენ სხვადასხვა სახის შეჯიბრებაში. მეგობარს უჩვეულო სახელი ერქვა ბუცეფალი, რაც ბერძნულად "ხ ა რ ი ს თ ა ვ ს" ნიშნავს. ნუ გაგიკვირდებათ, რადგან ბუცეფალი ადამიანი კი არა ცხოველი იყო.

imageმაკედონიის სამხრეთით მდებარე თესალიის გაშლილ მინდვრებზე უამრავი გარეული ცხენი დარბოდა, მაგრამ ბუცეფალი ყველაზე გამორჩეული იყო მათ შორის. შავი ფერის კვიცს შუბლზე ხარის თავის ფორმის თეთრი ნიშანი ჰქონდა.

ერთ დღეს ცხენების გამყიდველმა ბუცეფალი ფილიპეს შესთავაზა და სანაცვლოდ 13 ვერცხლის ტალანტი მოითხოვა. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო. ფილიპემ ბუცეფალის შეძენაზე უარი განაცხადა, მაგრამ საქმეში 12 წლის ალექსანდრე ჩაერია. მან შეამჩნია რომ ცხენს თავის ჩრდილის ეშინოდა და ალექსანდრემ იგი დაამშვიდა. სულ ცოტახნის შემდეგ ბუცეფალს ალექსანდრე მიაჭენებდა, თავისი ცხოვრების ერთგულ თანამგზავრს.

0
627
3-ს მოსწონს
ავტორი:ავთო კენჭოშვილი
ავთო კენჭოშვილი
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0