x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"თეთრი მელა"-ედუარდ შევარდნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა -11 საინტერესო ფაქტი
image

1928 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა ედუარდ შევარდნაძე, პოლიტიკოსი, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივანი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი.ედუარდ შევარდნაძემ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე "სამი ცხოვრება" გამოიარა:როგორც საბჭოთა პარტფუნქციონერმა, გარდაქმნის და ახალი აზროვნების თანაავტორმა და დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერმა.ისევე, როგორც მიხეილ გორბაჩოვს, შევარდნაძეს უცხოეთში უფრო პატივს სცემენ, ვიდრე საკუთარ სამშობლოში.



ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ მან ყველაფერი გააფუჭა, რასაც კი ხელი მოჰკიდა, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, მსოფლიოს მიმართ მისი ისტორიული დამსახურებები განუზომელია.


გთავაზობთ 11 საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან.



1) 10 წლის იყო ედუარდი, როდესაც ფოსტალიონად დაიწყო მუშაობა, რითაც მრავალსულიან ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.

image


2) 1956 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა პარტიის XX ყრილობაზე დაგმო სტალინის კულტი, რის გამოც თბილისში ახალგაზრდობის მასიური საპროტესტო აქციები დაიწო, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, ამ მხრივ ქუთაისში სრული სიმშვიდე იყო, სადაც 25 წლის ედუარდ შევარდნაძე ქალაქკომის კომკავშირის პირველი მდივანი იყო.ახლა ზუსტად ძნელი სათქმელია რა მოიმოქმედა მაგ დროს შევარდნაძემ, თუმცა ერთი რამ ფაქტია, უმალვე იგი რესპუბლიკის კომკავშირის პირველ მდივნად დანიშნეს.

image

3)1972 წელს ვასილ მჟავანაძე გაანთავისუფლეს კორუფციის ბრალდებით, 44 წლის შევარდნაძემ მისი ადგილი დაიკავა, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, პირველ ხუთ წელიწადში კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს 30 000 ადამიანი, ხოლო 40 000 თანამდებობიდან დაითხოვეს.

image

4)1978 წელს ქართულ ენას საფრთხე შეექმნა, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის თანახმად, ქართულ ენის სახელმწიფო სტატუსი უქმდებოდა, შევარდნაძე მოსკოვს შეპირდა, რომ ამ კრიზისს განმუხტავდა და დისიდენტებს მოუვლიდა, თან პარალელურად ქართველის ნაციონალისტების ვიწრო წრეში მხარს უჭერდა ენის სტატუსის შეანარჩუნებას, საბოლოოდ საქმე ისე მოაგვარა, რომ ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის სტატუსის შენარჩუნების ნებართვა მიიღეს.ბრეჟნევი და მისი გარემოცვა მიხვდა, რომ "ორსახოვან იანუსთან" ჰქონდათ საქმე.

image

5) 1979 წელს საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ჯარები შეიყვანა, 1980 წლის სკკპ პლენარულ სხდომაზე შევარდნაძე ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს:" ნებისმიერმა საბჭოთა მოქალაქემ კმაყოფილებით უნდა მიიღოს ეს ერთადერთი, სწორი, გაბედული და ბრძნული ნაბიჯი, რომელიც ავღანეთის მიმართ განხორციელდა."

image


6)1983 წელს ცნობილი ე.წ."თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე ინტელიგენციის წარმომადგენლებმა სასჯელის შეცვლის თხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს... მალევე გახდა ცნობილი, რომ შევარდნაძე ამ ფაქტმა ძალზე გააღეზიანა, მისი უშუალო დავალებითა და მითითებით დაიწყო ხელმოწერების უკან გამოტანის პროცესიც. ნაწილმა მართლაც მოახდინა საკუთარი ხელმოწერის ანულირება. ნაწილმა ბოლომდე შეინარჩუნა პრინციპულობა.

image

7)1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ შევარდნაძემ პირველმა ამოიღო ხმა მოსკოვში და ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ეს არ იყო "ჭყლეტვა" არამედ მომიტინგეების დაგეგმილი აჩეხვა.

image


8)ედუარდ შევარდნაძე არის ავტორი წიგნების:„ჩემი არჩევანი“ (მოსკოვი, «Новости», 1991 (ორჯერ)) - ითარგმნა და გამოიცა 20 ქვეყანაში
„დიდი აბრეშუმის გზა. TRACECA. PETRA ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი. ევრააზიის საერთო ბაზარი. პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები~ (თბილისი, „მეცნიერება“, 1999) - ითარგმნა ინგლისურად, გერმანულად, სპარსულად
„დიდი მაგალითები“ (თბილისი, GAT სარეკლამო-საგამომცემლო კომპანია, 2003)
„ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ (თბილისი, “პალიტრა“, 2006; აგრეთვე გამოიცა გერმანიაში სახელწოდებით „როცა გაირღვა რკინის ფარდა“ (პეტერ მეთცლერის გამომცემლობა, 2007), ასევე: აზერბაიჯანში, რუსეთში, ესტონეთში, ირანში.
image



9)ქალბატონი ანა-მარია კიპაროიძე ამტკიცებს, რომ 60-70 წლებში ედუარდ შევარდნაძის საყვარელი იყო 10 წლის განმავლობაში, ისე, რომ ამის შესახებ მისმა ცოლმაც იცოდა.

image


10) ედუარდ შევარდნაძის ნათესავი იყო სახელგანთქმული ფირალი დათიკო შეავარდნაძე(მამის ბიძაშვილი)

image


11)შევარდნაძეზე სამჯერ მოაწყვეს თავდასხმა:1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში;1995 წელს ააფეთქება მოუწყვეს პარლამენტის შენობაში;1998 წლის 9 თებერვალს კრწანისის ობელისკთან მის დაჯავშნულ "მერსედესს" ტანსაწინააღმდეგო ჭურვები დაუშინეს(რაც შემდგომ კარგად გამოიყენა ავტოკონცერნმა რეკლამისთვის)

image

3
1110
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1110
  
2019, 28 თებერვალი, 4:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 29 იანვარი, 15:03
ეეჰ ნუგზარ ჩუხუასთვის, რომ მიეცათ ყუმბარმტყორცნის სროლის ნება, დარწმუნებული ვარ ეს ქვეყნის მოღალატე იქვე აღესრულებოდა.
2018, 25 იანვარი, 23:33
მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი არასოდეს მიყვარდა, რესპექტი სტატიის ავტორს.
0 1 3