x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძის ცრუ პოსტი გავრცელდა
image

სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი საიტის პოსტი სახელწოდებით:"

ნინი ქარსელაძე:"საკმარისია!!! ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს", რომელსაც აუარებელი კომენტარი და გაზიარება მოჰყვა, მათ შორის პოსტი გააზიარეს საზოგადეობისთვის კარგად ნაცნობმა სახეებმა.

"ქარსელაძის" პოსტი საქართველოში მიმდინარე ნარკოპოლიტიკას შეეხება:



“ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა.. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია ვაი ამ სიცოცხლეს. სხვათაშორის ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ. ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახისშვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა? უმრავლესობა ჩემთვის ავადსასხსენებელმა- ნარკოტიკმა შეიწირა.

ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. საკმარისია!!! ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი თაობების სიკვდილი ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი ცხოვრება ჯერ ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ, მხოლოდ ტკივილით აავსო. ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს…შეუძლებელია პატარა ბიჭების აგრესიული გამომეტყველების ან მიძინებულ მდგომარეობაში ყურება (ეს ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული) და ჯერ რომ ვერ ხვდებიან რაში აქვთ თავი გაყოფილი… დროა მორჩეს იმ ხალხის “გაპიარება” ტელევიზიებით, რომელიც ცოტა “გასული”, კმაყოფილი სახეებით მორალს გვიკითხავენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმს თურმე სულაც არ ვნებს.

რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვიზიარებ, რომ მომხმარებელს (ანუ ავადმყოფს) არ უნდა იჭერდნენ…

P.S. პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ, იქნებ გადავარჩინოთ ეს თაობა მაინც… და ძალიან გთხოვთ ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა ათასში ერთხელ არაფერს ვნებს…”

image

თუმცა პოსტი(თან ბევრად უფრო ვრცელი) შემეწიე მე უფალო, რამეთუ უძლურ ვარ †-ს ეკუთვნის და არავითარი კავშირი არა აქვს ნინი ქარსელაძესთან.


P.S.როდესაც საიტს მივუთითე, რომ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა ჩემი კომენტარი უმალ სპამად მონიშნა.



1
424
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
424
  
2018, 25 იანვარი, 16:30
გამიკვირდა :)
0 1 1