x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ქეთევან ბერიშვილის წარმატების საიდუმლო - "GOGOWINE" ართანადან

imageმეღვინე ქალი საქართველოში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, თუმცა ბოლო წლებში მეღვინეობის ოჯახური წარმოებების განვითარებასთან ერთად ამ სფეროთი სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება. ქეთევან ბერიშვილი მეღვინეობის სფეროში აქტიურად 2015 წლიდან ჩეორთო, თუმცა ოჯახის საქმიანობიდან გამომდინარე ყურძენთან აქტიური შეხება 2006 წლიდა აქვს.

image"საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობა ჩემი დიდი ბაბუიდან მოგვდევს. იგი რაჭაში მისდევდა ამ საქმიანობას და ახალი ჯიშების გამოყვანაზეც მუშაობდა. ბაბუაჩემს პავლე ბერიშვილს ნუცუბიძის ქუჩაზე თავისი ხელით ჰქონდა ჩაყრილი პატარა ვენახი, რომელიც შემდეგ გაჩეხეს. ღვინოსთან და ვაზთან შეხება ოჯახში ყოველთვის გვქონდა, ალბათ, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ სასიამოვნო და საინტერესო საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. მამაჩემი – კახა ვენახს უვლის და ნელ-ნელა ცდილობს, მეც გადმომცეს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა ყურძნის დაკრეფა, დაწურვა, ჩამოსხმა და რეალიზებაა, ასევე ვიზიტორთა მიღება და გამასპინძლება. დედაჩემი ბუღალტერიას და ფინანსებს განკარგავს".

image- რა ჯიშის ყურძენი გაქვთ ვენახში გაშენებული?

- გვაქვს საფერავის და რქაწითელის პატარა ვენახები, რომელსაც წელს დაემატა კახური მწვანე და ვარდისფერი რქაწითელი. ჯამში ახლანდელი ვენახების რაოდენობა 3 ჰექტარს შეადგენს. დიდი სურვილი გვაქვს და ვგეგმავთ, გავაშენოთ იშვიათი ჯიშების ახალი ვენახი.

განაგრძეთ კითხვა

0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0