x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ მარნებს აშენებდნენ ქართლ-კახეთში საუკუნეების მანძილზე

imageქართული მარანი - სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა. მასში იწურება ყურძენი, წარმოებს ღვინის დაყენება და შენახვა. ყურძნის დაწურვა ხის ნავში ან ქვიტკირის საწნახელში ხდება. ღვინის დაყენება და შენახვა კი - მიწურ იატაკში მთლიანად ჩაყრილ ქვევრებში ან მომცრო ქოცოებში.

ქართული მარანი, როგორც ხუროთმოძღვრული ობიექტი ქართლ-კახეთშია ჩასახული და განვითარებული. აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში კლიმატური ან ისტორიული პირობების გამო მევენახეობა-მეღვინეობა არ ჰპოვებდა გავრცელებას.

image

ვახუშტი ბაგრატიონი თავის გეოგრაფიაში მთისა და ბარის საზღვარს სწორედ ვაზის კულტურის გავრცელების მიხედვით სახავს. საქართველოს მთიან რაიონებში ვაზი არ ხარობს, მესხეთის მიწა-წყალზე კი თურქეთის თითქმის სამასი წლის ბატონობის გამო, ვენახები გავერანდა და მარნების მშენებლობის ტრადიციაც გაქრა. აქაურ გამოქვაბულებში შემორჩენილი საწნახლები მიგვითითებენ იმაზე, რომ ყურძნის გამოწურვა აქ, ისევე, როგორც ანტიკურ სამყაროში (ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის კოლონიების ჩათვლით) ბერკეტიანი წნეხის საშუალებით წარმოებდა.

imageმარანი ძველ-ქართული საცხოვრებელი სახლის კომპლექსში, უძველესი დროიდანვე გვხვდება. ქვევრის გამოყენება სამარხად ჯერ კიდევ პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში ძველი წელთაღრიცხვით მიგვითითებს მეღვინეობის ფართე გავრცელებაზე იმ შორეულ დროში. განათხარი საცხოვრებელი ნაგებობანი არ გვაძლევენ შესაძლებლობას სრული წარმოდგენა ვიქონიოთ მარნის ხუროთმოძღვრულ ფორმებზე. ამის საშუალებას იძლევა მხოლოდ დღევანდლამდე შემორჩენილი მიწისზედა ნაგებობანი. ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს ხალხური ხუროთმოძღვრების ობიექტები და არ ვგულისხმობთ სამონასტრო ან სასახლის კომპლექსებში არსებულ მარნებს, რომლებიც ზოგან საკმაო სისრულით არის შემორჩენილი გაცილებით ადრეული პერიოდებიდან.

განაგრძეთ კითხვა

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0