x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მხატვრული ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილის“ გრანდიოზული პრემიერა
image
20 იანვარს 19 საათზე
, თბილისის საკონცერტო დარბაზში რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ გრანდიოზული პრემიერა გაიმართება წითელი ხალიჩითა და ოფიციალური მიღებით. წითელ ხალიჩაზე გაივლიან მსახიობები, ცნობილი ადამიანები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. პრემიერას ასევე დაესწრებიან უმაღლესი ხელისუფლების წევრები.

ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, თბილისისის პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა. ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს - ცდუნებას! სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

ფილმში ცოცხლდებიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შალვა ამირეჯიბი, ალექსანდრე სულხანიშვილი და სხვები. ექვთიმე თაყაიშვილის როლს ფილმში, გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

მუსიკალურ გახმოვანებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან „ქართული ხმების“ კვარტეტი, მეგი გოგიტიძე, თორნიკე სხიერელი და სხვები. ორიგინალური მუსიკის ავტორი დათო არჩვაძეა. კინოსურათის გადაღება ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი.


image

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კიკალია
ნანა კიკალია
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0