x
image
beko777
რესტორან „ათინათში“ ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართა
image
14 იანვარს, ძველით ახალ წელს, მომღერალმა და კომპოზიტორმა კაკი ბოლქვაძემ, რესტორან „ათინათში“ მეგობრებთან ერთად საახალწლო კონცერტი გამართა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი საღამო აჩუქა.
სოფო ბედია (მეუღლესთან მიშა მესხთან ერთად), მანანა თოდაძე, ქეთი ორჯონიკიძე, თამთა ჭელიძე, ბექა ბროლაძე, ეს ის მომღერლები არიან, რომლებმაც კაკისთან ერთად შესანიშნავი მუსიკლაური საღამო გამართეს.

ღონისძიების ბოლოს, რესტორან „ათინათის“ მომღერალმა ელა დევლახმა კი, ცეცხლოვანი მუხტი შემოიტანა და ქავერების უბადლო შესრულებით დარბაზთან ერთად თავად ქართველი მომღერლებიც ააცეკვა. სოფო ბედიამ დარბაზში მყოფ „მეგას“ ორგანიზატორს ბესო ჩუბინიძეს სცენიდან მიმართა - ეს, ქალბატონი დაიმახსოვრე, შეაფასეთ და მომავალ დაჯილდოების ცერემონიალზე დარწმუნებული ვარ ისიც ღირსეული სტუმარი იქნება მე-19 „მეგაზე“.

ბოლო დროს „ათინათში“ ბევრი მუსიკალური საღამო იმართება, რაც რეალურად შესანიშნავი ნაბიჯია მუსიკლაური ცხოვრების გამოცოცხლებისთვის, - 27 იანვარს, საღამოს 7 სთ-ზე, ნინოობის დღესასწაულზე კი, „ათინათში“ ტელეკომპანია „ვარსკვლავები“ მართავს შოუ-საღამოს, რომლის მასპინძლებიც თემურ წიკლაურთან, ზურა დოიჯაშვილთან და სხვა ქართველ ვარსკვლავებთან ერთად ჟურნალისტებიც იქნებიან.

imageimageimageimage


https://www.youtube.com/watch?v=JVzIO9T7C0s&feature=youtu.be

0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0