x
image
beko777
სოფო ბედიას და მიშა მესხის გრანდიოზული შოუ-ქორწილის ექსკლუზიური დეტალები (+ფოტო)
image22 იანვარს, რესტორანმა „მონოპოლმა“ ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავის სოფო ბედიას და უფლებადამცველის - მიშა მესხის გრანდიოზულ ქორწილს უმასპინძლა, ამ ორი ადამიანის სიყვარულის ისტორია არახალია - ძველია, თუმცა ქორწილით და ოფიციალური ატრიბუტებით ის, მხოლოდ მათი ურთიერთობიდან ორი წლის შემდეგ დაგვირგვინდა.


რა გასაკვირია, რომ დარბაზის ნახევარი ქართული ესტრადის ცნობადი სახეებით იყო სავსე, მეორე ნახევარი კი - პოლიტიკური იშტებლიშმენტის, ვის არ ნახავდით დარბაზში - მაია ასათიანიდან დაწყებული სოზარ სუბარით დამთავრებული, - თამადობის მისია პოეტმა დავით ივანიშვილმა ითავა (რომელიც სხვათაშორის ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავია), გაგიკვირდებათ და ექსპრომტ-პოეზიის უბადლო ოსტატმა სუფრა ისე დაიწყო და დაამთავრა, რომ წვეთი ღვინო არ დაულევია და ყველაფერი უფრო იდეალურად გამოვიდა.


გასაკვირი არც ის უნდა იყოს, რომ „მონოპოლის“ სცენა მომღერლებმა ერთმანეთის მონაცვლეობით დაიკავეს და დარბაზში მცირე შოუ-კონცერტიც მოაწყეს, - ლეგენდარულმა ჯამლეტ ხუხაშვილმა დიდი ფეხბურთელის მიშა მესხის სახელობის თასი სიძე მიშა მესხს უსახსოვრა, ბურთთან ერთად სადაც ქართული ფეხბურთის ვარსკვლავთა ავტოგრაფები იყო დატანილი.
სცენაზე ცეცხლი დაანთო ტრიომ რომლებიც სინამდვილეში სოლო-მომღერლობით გამორჩეული ხმები არიან - მამუკა მესხი, ტატო გოდერძიშვილი და პატარძლის ძმა ბორის ბედია - პლასიგო დომინგოს, ლუჩანო პავაროტისა და ხოსე კარერასის პირდაპირ ვერსიას უფრო მაგარს ხდიდნენ.


სიძე-პატარძალმა ისეთი ქართული იცეკვა და ისეთი ცეცხლი დანთო სხვა ცეკვებითაც, რომ - დარბაზი აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს, როგორც ჩანს ცეკვის სერიოზული მასწავლებლები ყავდათ და აშკარად - ჩაეთვალათ.
თამადის მოადგილის ფუნქციას „ფორტელი“ ზურა მანჯავიძე ითავსებდა სცენიდან და შეიძლება ითქვას გემრიელადაც უძღვებოდა საკონცერტო პროგრამას.
განსაკუთრებულად მომხიბვლელი იყო მაია ასათიანი, რომელსაც არც ცეკვა დაუკლია, არც გართობა და სრულიადაც არ გავდა იმ ერთდროს უკარება, კომპლესიან მაიკოს, რომელსაც საზოგადოება იცნობდა (იხილეთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეო).



თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ სტუმართა 80%-ზე მეტს ხელში ტელეფონები ეჭირა და სურათების გადაღებით, პოზირებით და პაპარაცობით იყო დაკავებული, რაც უდაოდ შეეტყობა ქართული ელიტის "ფეისბუქ-გვერდებს" - მომავალი ერთი კვირის განმავლობაში...


ლამაზი ქორწილი ერთი საათის შემდეგ, ლამაზ კონცერტში გადაიზარდა სადაც არც ტაშის დაკვრა დაზარებია ვინმეს, არც ცეკვა-თამაში და არც აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ყველა შესანიშვად ამჩნევდა ბედნიერი პატარძლის თვალებს, რომელსაც ეს დღე უდაოდ უბედნიერეს დღედ დაამახსოვრდება.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









0
6869
5-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
6869
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0