x
შენი რესურსები. (რწმენა და წარმატება)

შენი რესურსები. (რწმენა და წარმატება)
როდესაც სიტყვა, რწმენა გვესმის, რაღა თქმა უნდა ღმერთი გვიდგება თვალწინ და ეს ღმერთის წარმოდგენა იმდენი არსებობს რამდენიც, აზრთა სხვაობაა. მე არ მინდა დღეს მხოლოდ ღმერთის მიმართულებით რწმენაზე ვისაუბრო. რწმენა ღმერთისა და რწმენა ყოვლისა. რწმენამდე ჩვენ ვისაუბრეთ საკუთარი თავის ნდობაზე და იმაზე თუ ვინ ვართ ჩვენ. არ არსებობს მცირეოდენი შანსიც კი იმისა რომ ადამიანი არ ცნობდეს საკუთარ თავს და ღმერთის არსებობაზე და მითუმეტეს მის სიყვარულზე მესაუბრებოდეს. როგორც ვთქვი, ღმერთი ბევრნაირია, რწმენაც შესაბამისად. გაუცნობიერებელი რწმენები და რწმუნებულებები, ყველაფერი მოდის ჩვენი ღრმა ბავშვობიდან, უამრავი რამ რასაც დღეს ვაკეთებთ, ჩვენი გცევებისა თუ საუბრის მანერა კვალია ჩვენი აღზრდის პროცესის და გარემოცვის. რა თქმა უნდა გენეტიკაც დიდ როლს თამაშობს ჩვენი საბოლოო ჩამოყალიბებისას. საკუთარი თავის შეცნობისას და მასთან დამეგობრების შემდეგ, აუცილებლად უნდა მივიღოთ სამყარო ისეთი როგორიც არის. (არ ვამბობ რომ არ გაქვს ცვლილების ან სიახლის უფლება პირიქით, ვამბობ რომ შენ უფლებაზე მეტი გავს ვიდრე უფლებაა, შეცვალო ან შეიტანო მასში სიახლე) გჯეროდეს ყოველთვის, რომ არსებობს სიკეთე და მადლიერება. გიყვარდეს ყოველივე კეთილი საქმის კეთება. თუ კი მივცემთ თავს უფლებას იარსებოს ჩვენში ყოველივე სილამაზემ, ჩვენ გაცილებით ძლიერები ვიქნებით, ვიქნებით ბედნიერები რაც ყოველი ადამიანის სრული უფლებაა. აღარ დაგღლის სიცოცხლე და ვეღარ იგრძნობ აუტანელ ტკივილს. სიკეთე და მადლიერება კი ყოველივე კარგის მომცემია, რწმენაც მის გარეშე არ იქნება დამპალი ბეწვის ხიდივით რომელიც ყოველ წუთს განწირულია ჩამსხვრევის და ჩაშლის უფსკრულში. რწმენა და წარმატება ერთმანეთის თანმდევი მცნებაა. შენ თუ არ გჯერა, არ გწამს სიკეთის და სიყვარულის, არც ღმერთის რწმენა ექნება ასეთ ადამიანს. ასევე უნდა წარმატებას რწმენა თუ გინდა მისი მოზიარე გახდე. წარმატება არა იმისთვის რომ იყო ეგოისტურად საკუთარი თავის სიამოვნებაზე. წარმატება მაშინ არის სასიამოვნო რომ შენთან ერთად ბევრი ადამიანი იზიარებს მას. გჯეროდეს საკუთარი თავის. არ არსებობს მეორე როგორიც შენ ხარ.

0
32
3-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიი წიკლაური
გიორგიი წიკლაური
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0