x
შენი რესურსები. (ნათელი ფერები)

image

დიახ, როდესაც გამოუცხადებ საკუთარ თავს ნდობას და შენს ფიქრებს მეგობრობას შესთავაზებ, აუცილებლად შეიტყობ სამყაროს ცვლილებას. პრინციპში სამყარო ყოველთვის სტაბილური და ერთნაირია, მაგრამ აქ იცვლება შენი ხედვა რაც იმას ნიშნავს რომ სამყაროს სხვა კუთხით ეცნობი. დიახაც, საკუთარი თავი უნდა მიიღო არა შელამაზებული და გადარჩეული ფიქრებით, არამედ თავისი სრული კომბინაციებით. მოძებნო უნდა არაცნობიერში შენგანვე მივიწყებული და დატუქსული აზრები. არაცნობიერში გადადის აზრები, რომელებიც წლების განმავლობაში, შენივე დახმარებით მოხვდნენ რადგან არ გქონდა მასზე კარგი დამოკიდებულებები. სირცხვილი, შიში, სინდისი და ღირსება და ა.შ ეს გრძნობები განაპირობებს იმ აზრების მივიწყებას რომლებიც აღვივებდა მათ და ცეცხლზე ნავთს უსხამდა. არ არსებობს ცუდი და არ არსებობს კარგი. ან რისი ფარდობითებია ცუდი და კარგი?! ეს ორი სიტყვა ანგრევს და ანადგურებს ყველგვარ ჭეშმარიტ სილამაზეს, რაზეც ურთიერთობები უნდა იყოს დაშენებული. საკუთარი თავის მიღების შემთხვევაში შენ უკვე ხედავ ნათელ ფერებს. ტვინი რომ ერთგვარი კუნთია ეს არ არის სიახლე. წარმოიდგინე, თუ არ ავარჯიშებ ხელის კუნთებს ვერ აწევ კულტურისტზე მძიმე გირებს და ვერ ივარჯიშებ მასზე მაღალი წონით. ასე რომ ტვინს (კუნთს) გაცილებით სხვაგვარი ვარჯიშები ჭირდება იმისთვის რადგან მან კარგად შეამჩნიოს უკეთესი ფერები. იყავი დღის განმავლობაში, შენთვის ლამაზი დეტალების ან მატერიის მიმართ კონცენტრირებული. ყველა შემოჭრილი აზრები აკონტროლე და აანალიზე, მიიღე ყველა და კარგად გააცნობიერე. მაგალითად რატომ არის შენთან და ის მხოლოდ შენია თუ რამე სოციუმის გავლენის გამო შემოიჭრა. თუ რომელიმე გავლენის გამო გამოჩნდა აზრი თავში, ის შენი არ არის და არ ღირს მასზე ყურადღების მიქცევა რადგან ისედაც დიდი ხანია შემოთავაზებულ ცხოვრებას თამაშობ და ლამის დაგავიწყდა კიდეც უკვე საკუთარი თავი. შეხედე სამყაროს, ის უზარმაზარი და შეუცნობია, ამოუწურავი შესაძლებლობების რესურსით. დაინახე შენს გვერდით ჩავლილი შანსები, მოკიდე ხელი და შენი წარმატებისთვის გამოიყენე. არაფერია ცუდი და არაფერია კარგი. ყველაფერი ნათელ ფერებშია, იქ უნდა ეძებო ბედნიერება და სიმშვიდე. არ დაიზაროთ უკუკავშირი და მე მოგცემთ უდიდეს მოტივაციას ყველაფრის მიმართ.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიი წიკლაური
გიორგიი წიკლაური
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0